Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაცნობებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერითა „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC მიერ ხორციელდება პროექტი „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“.
პროექტის მიზანს წარმოადგენს  ბიზნეს კომპანიების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) ჩამოყალიბება
პროექტი მოიცავს ბიზნეს კომპანიებისთვის სტაჟიორების შერჩევას შემდეგი მიმართულებებით:

•ტურიზმის სექტორი:  (სათავგადასავლო / მთის, კულტურული, გასტრონომიული -ღვინო და კულინარია, განთავსება);
• კრეატიული ინდუსტრიის სექტორი:  (ნებისმიერი სახის მედია შინაარსის - მათ შორის სოციალური ქსელების მართვა);
• მსუბუქი მრეწველობის სექტორი:  (ავეჯის წარმოება,   შეფუთვის სამუშაოები);
• ინტელექტიალური მომსახურების სექტორი: (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი (BPO): ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი, არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ადამიანური რესურსები);
• სექტორები,  რომლებიც  მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის: (საინფორმაციო  და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია- online გაყიდვები და სხვა,  ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა).

პროექტი განხორციელდება საქართველოს 5 რეგიონში:
• თბილისი;
• იმერეთი;
• აჭარა;
• სამეგრელო;
• შიდა ქართლი.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 სტუდენტი, რომელიც სტაჟირებას გაივლის  3 თვის განმავლობაში, სტაჟირების ანაზღუარება მოიცავს 430 ლარს  თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი  გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის  ჩათვლით).

სტაჟიორების ანაზღაურების თანადაფინანსება:
 300 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის  ჩათვლით)  გამოიყოფა  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით თითოეული სტაჟიორისთვის, რაც ნიშნავს  1 სტაჟიორის 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში  900 ლარით  დაფინანსებას.  აღნიშნული თანხის ანაზღაურებას სტაჟიორისთვის უზრუნველყოფს „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ - ICDC
 130 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით), რომლიც დაფინანსდება  სტაჟიორების მიმღები კომპანიებისგან, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის - 3 თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 390 ლარით  თანადაფინანსებას.

„სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“ პროექტში მონაწილეობის მისაღებად  მსურველმა უნდა გაიროს რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სარეგისტრაციო ფორმა (რეგისტრაცია 20 ოქტომბრამდე; მონაწილეთა შერჩევა 15 ნოემბრამდე)

პროექტის შესახებ ინფორმაცია და სიახლეები განთავსდება  „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC ვებ გვერდზე:  https://icdc.ge/

პროექტის აღწერა, ასევე    მონაწილეობის  ეტაპებთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები, გთხოვთ  მოგვწეროთ
 https://www.facebook.com/thehome87
https://www.facebook.com/ICDC.ge