1918 წლის 11 აპრილს კანცელარიის შენობაში მოწვეულია საბჭოს სხდომა ალექსანდრე ჯავახიშვილის დოცენტის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. რაზეც უგზავნიან მას დღის წესრიგს. შტამპიანი ფურცელი, ხელმოუწერელი. 1918 წლის 9 აპრილი. რუსული. წერილის მეორე მხარეს ჯავახიშვილის მიერ გაკეთებულია მინაწერი, შავი მელნით.
4 აპრილს ინსტიტუტის კანცელარიაში იმართება სხდომა და ეგზავნება ჯავახიშვილის დღის წესრიგი, სადაც იგი არჩეული იქნება დოცენტის თანამდებობაზე გეოგრაფიაში. ინსტიტუტის შტამპიანი ფურცელი, რუსული, ხელმოუწერელი. 1918 წლის 3 აპრილი.
პოლიტიკური ინსტიტუტის დაარსების მთავარი კომიტეტის 1918 წლის 12 თებერვლის სხდომაზე განიხილება საჭირო ფართის შეძენის საკითხი და სთხოვენ ჯავახიშვილს მისი კათედრისთვის შეარჩიოს საჭირო ფართი. ინსტიტუტის ბლანკი რუსული, ხელმოწერილი. 1918 წლის 20 თებერვალი.
სასოფლო სამეურნეო ფაკულტეტის 1917 წლის 14 ოქტომბრის სხდომის გადაწყვეტილებით თხოვენ ალექსანდრე ჯავახიშვილს წაიკითხოს ლექციების კურსი აღნიშნულ ფაკულტეტზე, ევროპული რუსეთისა და კავკასიის გეოგრაფიაში. შავი მელანი, რუსული, ფაკულტეტის ბლანკი, ხელმოწერილი. 16.10.1917 წელი.
აცნობებენ, რომ სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტმა თავის სხდომაზე (29.09.17) არჩეულ იქნა უფროსის ასისტენტად ქიმიაში, პირველი ოქტომბრიდან. დეკანატის ბლანკი, რუსული, ხელმოწერილი. 03.10.1917
სახელმძღვანელოების განყოფილება ითხოვს 1 მარტისათვის ჩაიბაროს საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო, შედგენილი ჯავახიშვილის მიერ, ქართულ და რუსულ ენაზე, 1951 წლის გამოსაცემად. ნაბეჭდი, სამინისტროს ბლანკი, ქართულ ენაზე, ხელმოწერილი. 23.02.1951 წელი.
აცნობებენ, რომ მინისტრის აზრით სახელმძღვანელოს ყდაზე და თავფურცელზე უნდა დაეწეროს ,,საქართველოს აკადემიის ნამდვილი წევრის, პროფესორ ალექსანდრე ჯავახიშვილის რედაქციით" ნაბეჭდი, ქართული, ხელმოწერილი. 21.10.1949 წელი.
აცნობებს რომ სამინიტროს N562 ბრძანების თანახმად, იგი დამტკიცებულია გორის პედინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ 1949 წლისათვის. დაბეჭდილია ქართულ ენაზე, შტამპიანი, შევსებული იისფერი მელნით. 16.06.1949.
ატყობინებენ რომ იგი დამტკიცებულია საქართველოს სამეცნიერო პედაგოგიურ ლექციასთან მეთოდიკის სამეცნიერო საგნობრივი კომისიის წევრად. ნაბეჭდი, ქართული, შევსებულია იისფერი მელნით. ხელმოწერილი. 1933 წელი, 24 თებერვალი.
სალექციო საექსკურსიო ბიურო გამოსცემს ფორმულას, სადაც წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ლექციების თემები, სთხოვენ წარმოადგინოს შენიშვნები რეცენზიის სახით. მანქანაზე ნაბეჭდი, ქართულ ენაზე, ხელმოწერილი. 1938 წლის 23 ივნისი. მეორე მხარეს იისფერი მელნით გაკეთებული აქვს მინაწერი. 10.07.1938 წელი.
კლიმიაშვილის ,,საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია" და დონდუას გეოგრაფიის რვეული. ბლანკი ქართული, ხელმოწერილი. 02.03.1937 წელი. ალექსანდრე ჯავახიშვილს იისფერი მელნით აქვს მინაწერი გაკეთებული.
უმაღლესი სკოლების სამმართველო თხოვს პროგრამების რეცენზიას და 1936-1937 სასწავლო წლისთვის პროგრამების შედგენას გეოგრაფიაში. ბლანკი, ქართული, ხელმოწერილი, 28.11.1936 წელი.
სთხოვენ 29 იანვრისთვის სამმართველოში, თათბირზე, სამეცნიერო გაერთიანებათა საფუძველზე წარადგინოს გეოგრაფიულ სამეცნიერო გაერთიანებათა საფუძველზე. წარადგინოს გეოგრაფიულ სამეცნიერო გაერთიანებაში. 1936 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმა, ბლანკი, ქართული, ხელმოწერილი. თან ერთვის მანქანაზე ნაბეჭდი დებულების 2 ფურცელი ქართულ ენაზე.
სთხოვენ, შეთანხმების თანახმად 28.01 და 31.01 1935 წლებში ჩაატაროს ლექციები კვალიფიკაციის ინსტიტუტში გეოგრაფთა კურსებზე. ნაბეჭდი, ქართულად, ხელმოწერილი. 19.01.1935 წელი. იისფერი მელანი, ალექსანდრე ჯავახიშვილის მინაწერი.
სთხოვენ განიხილოს პედტექნიკუმების ფიზიკური გეოგრაფიის პროგრამა და 2 ივნისს სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოში წარადგინოს დასკვნა. ბლანკი, ქართული ენა, ხელმოწერილი. 05.31.33 წელი. იისფერი მელანი, გაკეთებულია მინაწერი ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ.
სასწავლო მეთოდური სექტორი სთხოვს შეადგინოს ფიზიკური გეოგრაფიის პროგრამა პედტექნიკუმებისათვის. ბლანკი ხელმოწერილი. 07.02.32 წელი.
სთხოვენ დაესწროს 8 დეკემბერს, 8 საათზე განსახკომში თათბირს. ოთხწლედის გადამუშავების საკითხებზე. ნაბეჭდი, ქართული, იისფერი მელანი. ხელს აწერს ორახელაშვილი.
არჩეულია გეოგრაფიის საბოლოოდ გადამამუშავებელი კომისიის წევრად და სთხოვენ სხდომაზე დასწრებას. 23 აპრილი. 1931 წელი. ნაბეჭდი, ქართული, ხელმოწერილი, ჩანაწერენები.იისფერი მელანი.