Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მუზეუმის ექსპონატები
ინვეტორის ნომერი
მოსაწვევი ბარათი

ლანდშაფტმცოდნეობის მესამე საკავშირო თათბირი გაცემული პროფესორ ი. დოლიძის სახელზე. შ.ი. შენგელიას სახელზე, სტამბურად ნაბეჭდი, ხელით შევსებული.

მთის ჯიშების ტიპები

4 ფურცელი, შავი მელანი, რუსული, უთარიღო.

სალექციო ჩანაწერი

1. დაღესტანი. 1 ფურცელი. რუსული, შავი მელანი. 1919 წლის 14 მარტი.

ბიბლიოგრაფია

დაწერილია ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ. არასტანდარტული ზომის 4 ფურცელი. შავი მელანი. რუსულად. უთარიღო.

შეტყობინება

პირველი საკავშირო გეოგრაფიული ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტი იტყობინება რომ პირველი ყრილობა მოწვეულია 1933 წლის 10-დან 19 აპრილამდე. ყრილობის ბლანკი, რუსულ ენაზე. 1933 წლის 23  მარტი.

დადგენილება

საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს საბჭოთა გეოგრაფების ნაციონალური კომიტეტის დაფუძნებისა და მისი ფუნქციონირების შესახებ. ნაბეჭდი, რუსულ ენაზე. ტაბახის სამ ფურცელზე. 1959 წლის 6 თებერვალი. აკადემიის პრეზიდენტის ხელმოწერით.

წერილი

აკადემიკოსი ი. გერასიმოვი - აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილს საკავშირო გეოგრაფიის ინსტიტუტის ეკ. გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელს სერგეი რიაზანოვს დაეხმაროს საქართველოს გეოგრაფიაზე მუშაობის დამთავრებაში. ბლანკი, ხელმოწერილი, 1953 წლის 12 დეკემბერი.

წერილი

შინაგან საქმეთა მინისტრის კანცელარია - ალექსანდრე ჯავახიშვილს. ყოფილი იმპერატორის საგეოგრაფიო საზოგადოების ბინაზე და ჩურსინისაგან ჩაიბაროს აღნიშნული საზოგადოების ქონება. კანცელარიის ბლანკი, ქართულ ენაზე, ხელმოწერილი. 1920 წლის 2 თებერვალი.

განცხადება

ალექსანდრე ჯავახიშვილი - თსუ რექტორს განმეორებით თხოვს გათავისუფლებას დეკანის მოვალეობისგან დროის უქონლობის გამო. ნაბეჭდი, თაბახის ფურცელი, ქართული, ხელმოწერილი. 11.09.1940 წელი.

განცხადება

ალექსანდრე ჯავახიშვილი - რექტორს, დ. ყიფშიძეს თხოვს. გაათავისუფლოს დეკანის მოვალეობისგან დროის უქონლობის გამო. თაბახის ფურცელი, ქართულ ენაზე. ხელმოწერილი. 12.07.1940 წელი.

განცხადება

ალექსანდრე ჯავახიშვილი - განათლების სახალხო კომისარს - გ. კიკნაძეს. სთხოვს გაათავისუფლოს გ/გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობიდან მეცნიერული მოღვაწეობისთვის დროის უქონლობის გამო . ქართულ ენაზე, თაბახის ერთი გვერდი, 1940 წლის 29 ნოემბერი. 

წერილი

აკადემიკოსი ნ. მუსხელიშვილი - ალექსანდრე ჯავახიშვილს დაესწროს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კერძო თათბირს. 1944 წლის 25 თებერვალი. აკადემიის ბლანკი. ნაბეჭდი, ქართულ ენაზე. დათარიღებული 1944 წლის 25 თებერვალი. ხელმოწერილი ნ. მუსხელიშვილი. 

დადგენილება

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის N-328, 21 დეკემბერი. 1967 წელი. მეცნიერებათა აკადემიის განყოფილებებისა და მათი ბიუროს შემადგენლობის შესახებ. ქართული, თაბახის ფურცელი.  დათარიღებული, ბეჭედდასმული, ხელმოწერილი.

ცნობარი

სასოფლო სამეურნეო პერიოდული ბეჭდვის შედგენილი ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ, რუსულად. შავი მელანი, არასტანდარტული, ორ ფურცელზე. 

ბიბლიოგრაფია

შედგენილი ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ სოხუმის მხარის, სვანეთის, დაღესტნის ეკ. გეოგრაფიის. რუსულ ენაზე, შავი მელანი, არასტანდარტული 10 ფურცელზე, უთარიღო.

ჩანაწერი

ჩანაწერებში მოცემულია ცნობები მიწისძვრის შესახებ კავკასიაში და ამ მიწისძვრების შედეგად მიყენებული ზარალის და ადამიანთა მსხვერპლის შესახებ. აგრეთვე მოცემულია 1801-1887 მიწისძვრის სტატისტიკა კავკასიაში. შავი და იისფერი მელანი, ქართულად. ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ. უთარიღო.

ჩანაწერი

სალექციო ჩანაწერი, შესრულებული რუსულ ენაზე. 1919 წლის 20 ნოემბერი. შავი მელანი . დაწერილია  ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ ორ გვერდზე.

ჩანაწერები მიწისძვრის შესახებ

ჩანაწერები მიწისძვრის შესახებ.

ბრძანება

ქუთაისის პედინსტიტუტში ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობის გამოცხადების შესახებ. ახლავს ასლი. ამობეჭდილია ქართულ ენაზე. ხელმოწერილი. დედანი რუსულ ენაზე. 

ამონაწერი

საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის სარედაქციო კოლეგიის პრეზიდიუმის სხდომის ოქმიდან ნომერ მეშვიდე დადგენილება. გეოგრაფიის სარედაქციო განყოფილების ჩამოყალიბებისა და გამგედ ალექსანდრე ჯავახიშვილის დანიშვნის შესახებ. იისფერი მელანი. შტამპიანი ფურცელი. 1932 წლის 14 ნოემბერი. ბეჭედდასმული , ხელმოწერილი ს. ყაუხჩიშვილის მიერ.