Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.05.2012, №31 დადგენილებით

 

1. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით.


2. საჩივრების მიღებიდან 7 დღის ვადაში აკადემიურ საბჭოს წარუდგინოს დასკვნა განხილვის შედეგების შესახებ.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 130

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე  აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:


პროფესორი თამაზ შაბურიშვილი
პროფესორი მარინე ჯანელიძე
პროფესორი სამსონ მღებრიშვილი
მმდ. ზაზა ჭანტურაია
მმდ. კახა ქუნთელია


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: რექტორის 2008 წლის 03 სექტემბრის №79/01-01 ბრძანება

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 129

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანირატულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:


1. ვაჟა კიკნაძე – თსუ პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი
2. ზურაბ პაპასქირი – სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
3. ია ხუბაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
4. მანანა ჯავახიშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
5. ვასილ კაჭარავა – თსუ ეცროპათმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
6. ნანი გელოვანი – თსუ ასოცირებული პროფესორი
7. ნოდარ შოშიტაიშვილი – გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი
8. ცირა ბარამიძე - თსუ კავკასიის მიმართულების სრული პროფესორი
9. თეიმურაზ გვანცელაძე - თსუ კავკასიის მიმართულების სრული პროფესორი
10. აკაკი ყულიჯანაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
11. დარეჯან გარდავაძე - თსუ ასოცირებული პროფესორი

 

1. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ


საფუძველი: რექტორის 2008 წლის 14 ივლისის №62/01-01 ბრძანება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 128

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე
 

თერაპიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ბონდო ქობულია
ასოცირებული პროფესორი - ზურაბ ფაღავა
პავლე მაჭავარიანი
ბეჟან წინამძღვრიშვილი
ელენე გიორგაძე
ასისტენტ-პროფესორი - ალინა კვირკველია-პეტრიაშვილი,
ნინო მამამთავრიშვილი
გულნარა აბულაძე
რუსუდან აბაშიძე.

 

ქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - მერაბ კილაძე
ასოცირებული პროფესორი - ზურაბ ბერიაშვილი
მამუკა გონჯილაშვილი
ავთანდილ ღირდალაძე
ლევან თავბერიძე
ასისტენტ-პროფესორი - გიორგი ხეროდინაშვილი
თემურ მგელიაშვილი
გიორგი ელისაბედაშვილი
ვახტანგ გოდერძიშვილი.

 

მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - არჩილ ხომასურიძე
ასოცირებული პროფესორი - ჯენარა ქრისტესაშვილი
სიმონ ღოღობერიძე
ალექსანდრე ლაბარტყავა
არსენ გვენეტაძე.

 

სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის   დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ვლადიმერ მარგველაშვილი
ასოცირებული პროფესორი - მანანა კალანდაძე
ნატალია მანჯავიძე
ასისტენტ-პროფესორი - ირინა ბარბაქაძე
ოთარ დარჯანია
მამუკა გოგიბერიძე.

 

ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - რომან შაქარიშვილი,
ასოცირებული პროფესორი - ალექსანდრე ცისკარიძე, ნანა კვირკველია, დავით გიგინეიშვილი, თამარ ვაშაძე და დარეჯან გუგუციძე.

 

სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ფრიდონ თოდუა
ასოცირებული პროფესორი - სოფიო კახაძე
ასისტენტ-პროფესორი - ვალერი აბულაძე და მამუკა გურგენიძე.
ინფექციურ დაადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - თენგიზ ცერცვაძე,
ასოცირებული პროფესორი - ლალი შარვაძე,
ასისტენტ-პროფესორი - ციური საკანდელიძე.

 

პედიატრიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - რუსუდან ქარსელაძე
, ასოცირებული პროფესორ – ლიანა ჟორჟოლიანი,
ასისტენტ-პროფესორი – ქეთევან ბარაბაძე.

 

პათოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - თეიმურაზ ჯორბენაძე,
ასოცირებული პროფესორი - მარინა შაქარაშვილი, თამილა ბაგაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე და გიორგი პატარაია.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის  დეპარტამენტის
სრული პროფესორი - პაატა იმნაძე,
ასოცირებული პროფესორი - შოთა ცანავა, ნატა ყაზახაშვილი, ნინო ჩიხლაძე და ლაშა ლორია,
ასისტენტ- პროფესორი– ქეთევან დადიანი.

 

ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერატიული ქირურგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - დიმიტრი კორძია,
ასოცირებული პროფესორი – ნოდარ ხოდელი,
ასისტენტ- პროფესორი – ზურაბ ჩხაიძე, მიხეილ ჯანგვაძე და ია კირვალიძე.

 

უროლოგიის   დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ლაურ მანაგაძე,
ასოცირებული პროფესორი - თეიმურაზ ჩიგოგიძე და გიორგი ჟვანია,
ასისტენტ-პროფესორი - თეიმურაზ დოჭვირი.

 

ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორის თანამდებობაზე - მიხეილ ომიაძე,
ასოცირებული პროფესორი - ნიკოლოზ ანთელავა.

 

დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - გიორგი გალდავა
ასოცირებული პროფესორი – თინა ქიტუაშვილი.

 

გადაუდებელი და კრიტიკულ მედიცინის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - ზურაბ ჩხაიძე,
ასოცირებული პროფესორი - გივი კაციტაძე,
ასისტენტ-პროფესორი - მამუკა ჩხაიძე.

 

ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - გიორგი ნანეიშვილი,
ასოცირებული პროფესორი – ნინო ოკრიბელაშვილი,
ასისტენტ-პროფესორი – დავით ზურაბაშვილი.

 

ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი
სრული პროფესორი - თამარ კეზელი,
ასოცირებული პროფესორი - გულნარა ტაბიძე და მედეა კოპალიანი,
ასისტენტ-პროფესორი - მარიამ ჭიპაშვილი.

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 127

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე


ეკონომიკის მიმართულებით

 

ეკონომიკის პრონციპების ქვემიმართულება
ათანელიშვილი თამარი

 

ეკონომიკური პოლიტიკის ქვემიმართულება
გონაშვილი მაია

 

ეკონომიკური სტატისტიკის ქვემიმართულება

მაისურაძე ირინე
შონია ზამირა

 

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ქვემიმართულება
ზუბიაშვილი თამაზი
ჯამაგიძე ლელა

 

შრომის ეკონომიკის ქვემიმართულება
ლობჟანიძე მანანა

 

მაკროეკონომიკის მიმართულება
კაკულია ნაზირა
ჩიქობავა მალხაზი

 

მიკროეკონომიკის ქვემიმართულება
ლაზარიაშვილი თამარი
ნაცვალაძე მარინა

 

ეკონომეტრიკის ქვემიმართულება
მეყანწიშვილი ეკატერინე

 

ბიზნესის მიმართულებით

 

მარკეტინგის ქვემიმართულება
მღებრიშვილი ბაბულია
სარჯველაძე ეთერი

 

ბიზნესის ორგანიზაციის და მართვის ქვემიმართულება
გიგიაშვილი ომარი
კიკუტაძე ვასილი
პაპაჩაშვილი ნინო
სიხარულიძე დათო
ფუტკარაძე რამაზი
ქადაგიშვილი ლეილა
შაბურიშვილი შოთა

 

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის ქვემიმართულება
ვარდიაშვილი მარიამი
ხუბუა მარინე

 

ინფორმაციული ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში
მუნჯიშვილი თეა
მეტეხელი გურამი
სეთურიძე რუსუდანი
ჩალიგავა თემური
ჭანტურია აზა

 

მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ქვემიმართულება
ქეშელაშვილი გიული
ხარხელი მანანა
მერლანი გიორგი
ფარესაშვილი ნინო
გულუა ეკატერინე

 

ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმის ქვემიმართულება
გაბრიჭიძე აბესალომი
ლაბარტყავა გულთაზი
ოქრუაშვილი ციური
ჩიკვილაძე მიხეილი

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 126

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.12.2010, №148/2010 დადგენილებით



« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტიგენტის ოდენობა განისაზღვროს მაგისტრატურაში ჩარიცხული კონტიგენტის 10%-ით.


2. პირველ რიგში დაფინანსდნენ 2008 წლის საომარი მოქმედებების გამო იძულებით გადაადგილებული კონკურსანტები.


3. საუნივერსიტეტო დაფინანსება განხორციელდეს სამესტრულად, აკადემიური შედეგების გათვალისწინებით.

4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 125

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უინივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

22.01.2015, №6/2015 დადგენილებით

 

« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესი (დანართი 1).


3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 124

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უინივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

22.01.2015, №6/2015 დადგენილებით

 


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
21.01.2009, №161 და 1.07.2010, № 82/2010 დადგენილებებით

 

 
«უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესი (დანართი 1).


3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 124

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

1. შეჩერდეს 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესის” მე-7 მუხლის I ნაწილის ზ პუნქტი.


2. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერთი და იმავე საგანში ორჯერ ვერ მიიღეს დადებითი შეფასება, მიეცეთ უფლება 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში განმეორებით მოისმინონ საგანი და ჩააბარონ დასკვნითი გამოცდა.


3. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
4. დადგენილება გამოქვეყნდა საჯაროდ.
 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 123

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მინიმალური დატვითვის განსაზღვრის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 

« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,

 

1. განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მინიმალური დატვირთვა – სრული პროფესორისათვის – არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორი არანაკლებ – 6 საათი, ასისტენტ-პროფესორი არანაკლებ 8 საათისა.

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 122

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მინიმალური დატვითვის განსაზღვრის შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
18.06.2009, №232 დადგენილებით

 


« უმაღლესი განათლების შესახებ » საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,

 


1. განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მინიმალური დატვირთვა – სრული პროფესორისათვის – არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორი არანაკლებ – 6 საათი, ასისტენტ-პროფესორი არანაკლებ 8 საათისა. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება (18.06.2009, №232).


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 122

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე


სამართლის ისტორიის მიმართულება
სრული პროფესორი  - დავითაშვილი გიორგი
ასოცირებული პროფესორი – ბოსტოღანაშვილი დავითი
გარიშვილი მარინა

 

კონსტიტუციური სამართლის მიმართულება
სრული პროფესორი – დემეტრაშვილი ავთანდილი
ჭიღლაძე ნანა
ასოცირებული პროფესორი – კვერენჩხილაძე გიორგი
ყურაშვილი კახი


ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება
სრული პროფესორი – კოპალეიშვილი მაია
ასოცირებული პროფესორი – ტურავა პაატა
ხარშილაძე ირმა

 

საერთაშორისო სამართლის მიმართულება
სრული პროფესორი – ალექსიძე ლევანი
კორკელია კონსტანტინე
ასოცირებული პროფესორი- გაბრიჩიძე გაგა
ქურდაძე ირინა

 

კერძო სამართლის მიმართულება
სრული პროფესორი – ზოიძე ბესარიონი
კერესელიძე დავითი
ნინიძე თევდორე
სურგულაძე ნუგზარი
ჭანტურია ვლადიმერი
ასოცირებული პროფესორი – ბურდული ირაკლი
ზაალიშვილი ვახტანგი
ზამბახიძე თამარი
ზარნაძე ეკა
ცისკაძე მარიამი

 

სამართლის მეთოდების მიმართულება
სრული პროფესორი – ხუბუა გიორგი

 

სისხლის სამართლის მიმართულება
სრული პროფესორი – ლეკვეიშვილი მზია
ნაჭყებია გურამი
ასოცირებული პროფესორი – ბოხაშვილი ირინე
ფაფიაშვილი ლალი
ივანიძე მაია


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

აკადემიური საბჭოს წევრები:
ზურაბ დავითაშვილი
ელიზბარ ნადარაია
მარიამ ჩხარტიშვილი
ირმა რატიანი
გუგული მაღრაძე
ირაკლი კოვზანაძე
ალექსანდრე შენგელაია
რევაზ გველესიანი

სრულად

დადგენილება N: 121

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

1. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, გაუგრძელდეს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა თსუ აკადემიურ პერსონალს მათ მიერ უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით თსუ აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატების აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

 

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

აკადემიური საბჭოს წევრები:

 

ზურაბ დავითაშვილი
ელიზბარ ნადარაია
მარიამ ჩხარტიშვილი
ირმა რატიანი
გუგული მაღრაძე
ირაკლი კოვზანაძე
ალექსანდრე შენგელაია
რევაზ გველესიანი

სრულად

დადგენილება N: 120

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 


1. საერთაშორისო ურთიერთობები

 

1. ზურაბ აბაშიძე – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი
2. დავით დარჩიაშვილი - პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი


1. სოციოლოგია


1. გაგა ნიჟარაძე – ფსიქოლოგიის დოქტორი
2. ირაკლი კალანდია – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი
3. გოგი ხუციშვილი - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
 

1. პოლიტიკური მეცნიერება


1. ლევან ალექსიძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი
2. ვაჟა კეშელავა - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
3. ჰენრი კუპრაშვილი – პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი


1. საზოგადოებრივი გეოგრაფია


1. გია ცაგარელი - გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი
2. ნიკოლოზ რთველიაშვილი - გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი
 

1. ფსიქოლოგია


1. მარინა ბალიაშვილი – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
2. თემურ ბჟალავა - ფსიქოლოგიის დოქტორი
3. თამარ კერძაია - ფსიქოლოგიის დოქტორი


1. ჟურნალისტიკა


1. ნინო ჟიჟილაშვილი - ექსპერტი
2. სოფიო ჭაავა - ექსპერტი
3. გიორგი ლომსაძე - ექსპერტი
4. ანა ასათიანი - ექსპერტი
5. პაატა ვეშაპიძე – ექსპერტი, გაზეთ ’24 საათის” რედაქტორი
 

 

II.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 119

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. ლარისა ყორღანაშვილი – ასოცირებული პროფ. დეკანის მოადგილის მ.შ.
2. გოჩა თუთბერიძე – ასოცირებული პროფ. დეკანის მოადგილის მ.შ
3. ელენე ხარაბაძე – სრული პროფ. დეკანის მოადგილის მ.შ.
4. ინეზა გაგნიძე – ასოც. პროფესორი, სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი
5. ეკა ლეკაშვილი – ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრინველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
6. იოხენ ციმერმანი – თსუ რექტორის მრჩეველი
7. რამაზ ქვათაძე – თსუ რექტორის მრჩეველი


II.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 118

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კაკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. თამაზ შაბურიშვილი – თსსუ პროფესორი, თერაპიის მიმართულება
2. ზვიად ყიფიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თერაპიის მიმართულება (კარდიოლოგია)
3. კახა ქუნთელია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქირურგიის მიმართულება
4. მარინე ჯანელიძე – თსსუ პროფესორი, ნევროლოგიის მიმართულება
5. მამუკა ჯიბუტი – თსსუ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგია
6. ივა ბერაძე – თსსუ პროფესორი, ოფთალმოლოგიის მიმართულება
7. სამსონ მღებრიშვილი – თსსუ პროფესორი, სტომატოლოგიის მიმართულება
8. ზაზა ჭანტურაია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უროლოგიის მიმართულება
9. ნინო გორდაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი


II.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 117

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ქართული ფილოლოგია და კავკასიოლოგია

ახალი და ძველი ქართული ენა

  • ლალი ეზუგბაია – ფილოლოგიის დოქტორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი; 
  • თედო უთურგაიძე – თსუ პროფესორი, არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანმაშრომელი;
  • ვახტანგ იმნაიშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი

 

ქართული ლიტერატურა, ფოლკლორი,  ლიტერატურული ურთიერთობები და  თარგმანმცოდნეობა

 

  • თენგიზ კიკაჩეიშვილი -  პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
  • მაია მირესაშვილი – სოხუმის  უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
  • ლელა ხაჩიძე – თსუ ასოცირებული პროფესორი
  • ლადო მინაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
  • ომარ გვეტაძე – ქუთაისის  აკ. წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი

 

კავკასიოლოგია

  • ცირა ბარამიძე – თსუ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
  • თემურ გვანცელაძე - თსუ პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი

 

ისტორია, კულტურის მეცნიერებები

  • ვაჟა კიკნაძე – თსუ პროფესორი,  ივანე ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი
  • ზურაბ პაპასქირი – სოხუმის  უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
  • ია ხუბაშვილი – ისტორიის დოქტორი
  • მანანა ჯავახიშვილი – ისტორიის დოქტორი
  • ვასილ კაჭარავა – თსუ ევროპამცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი,  ისტორიის დოქტორი
  • ნანი გელოვანი - თსუ ასოცირებული პროფესორი 
  • ნინო ჩიქოვანი - თსუ პროფესორი 
  • ნოდარ შოშიტაშვილი - გიორგი ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი
  • კახა ქეცბაია - სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე
     

დასავლეთევროპული  ფილოლოგია
ინგლისური ფილოლოგია 

  • რუსუდან ენუქიძე  - თსუ პროფესორი
  • რუსუდან დოლიძე - ფილოლოგიის დოქტორი,  ენების ცენტრის დირექტორი
  • მანანა რუსიეშვილი -  თსუ ასოც. პროფესორი 
  • პოლ რიმპელი – კემბრიჯის საგამოცდო ცენტრის თანამშრომელი

 

გერმანული ფილოლოგია

  • ლალი ქეცბა-ხუნდაძე - თსუ პროფესორი
  • მარინა ანდრაზაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
  • დალი ფანჯიკიძე _ თსუ პროფესორი
  • არმინ მორიცი – თსუ რექტორის მრჩეველი

 

ესპანური ფილოლოგია

  • ლია ლორია - თსუ  ასოცირებული პროფესორი
  • სოფიო ფეიქრიშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ენების ცენტრის მასწავლებელი

 

ფრანგული ფილოლოგია

  • ჟოელ ბასტენერი – ალექსანდრე დიუმას სახ. ფრანგული კულტურის ცენტრის დირექტორი
  • პეგი სკრემენი – საქართველოსი საფრანგეთის საელჩოს ატაშე სამეცნიერო დარგში
  • ქეთევან გაბუნია _ თსუ ასოცირებული პროფესორი

 

აღმოსავლეთმცოდნეობა

  • დარეჯან გარდავაძე _ თსუ ასოცირებული პროფესორი
  • გიორგი ლობჟანიძე _ ფილოლოგიის დოქტორი
  • გიული ალასანია – თსუ პროფესორი
  • ჯემალ შარაშენიძე – თსუ ასოცირებული პროფესორი

 

განათლების მეცნიერებები

  • ქეთევან ჭკუასელი – თსუ  პროფესორი
  • ეთერ ღვინერია – თსუ ასოცირებული პროფესორი

 

ფილოსოფია

  • კახა კაციტაძე  - თსუ  პროფესორი
  • აკაკი ყულიჯანიშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი
  • ირაკლი კალანდია _  ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 116

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კაკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. კონსტანტინე კუბლაშვილი – სამართლის დოქტორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
2. გიორგი ტყეშელიაძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ რექტორის მრჩეველთა  საბჭოს წევრი
3. ზაზა მეიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
4. ქეთევან ქოქრაშვილი – ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი
5. ლაშა კალანდაძე – სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
6. ნუგზარ სხირტლაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
7. ირაკლი გივიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი


II.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 115

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2015 წლის 6 ივლისის  №64/2015 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, 

 

1. დამტკიცდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი N1).


2. დადგენილება საჯარო გაცნობის მიზნით განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე


საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარდგინება

   

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 114

პროფესიული უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის და დამტკიცების პროცედურის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
13.09.2011, №90 დადგენილებით

 

პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენა და დამტკიცება განხორციელდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

 

1. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თსუ–ს სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილება პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ  იღებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

 

2. პროფესიული უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამა იქმნება სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული „ პროფესიული უმაღლესი განათლებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო-პროექტის სარეკომენდაციო ფორმის“ მიხედვით (იხ. დანართი).

 

3. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა. შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

 

4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სადაო საკითხებს წყვეტს აკადემიური საბჭო.  ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.


5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

 

6. მას შემდეგ, რაც აკადემიური საბჭო დაამტკიცებს პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას, თსუ აკეთებს განაცხადს სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში ამ პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე (თუ აღნიშნულ პროგრამას უკვე მიღებული აქვს აკრედიტაცია სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ, მაშინ განმეორებით განაცხადის გაკეთება საჭირო არ არის).

 

7. პროფესიული უმაღლესი  პროგრამების აკრედიტაციაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის ნუსხას ადგენს სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (იხ. დანართი). 

 

8. სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებული უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.

 

9. ფაკულტეტის შესაბამის საკონსულტაციო სამსახურს, ტუტორებს, პროგრამის ხელმძღვანელებს ევალებათ სტუდენტების ინფორმირება პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, რაც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში უნდა დაეხმაროთ.

 

10. თსუ-ში პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, თვითშეფასების მომზადების პროცესში სისტემატურად უნდა მოხდეს პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება და სრულყოფა.

 

11. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება პროფესიული უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.

 

12. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადებს ადგენს თსუ აკადემიური საბჭო.

   

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 

დანართი

 

აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
პროფესიული უმაღლესი პროგრამების აკრედიტაციაზე
განაცხადის გასაკეთებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

 


აკრედიტებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ პროფესიული უმაღლესი პროგრამების აკრედიტაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში დადგენილ ვადაში უნდა წარადგინოს:

 

1. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:


ა) აკრედიტაციაზე წარმოდგენილი პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების  ჩამონათვალი;
ბ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ადგილი ( მისამართი);
გ) პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალურ- ტექნიკური რესურსების მონაცემები ( სასწავლო და სამეცნიერო- კვლევითი მიზნებისთვის აუცილებელი ფართი სტუდენტთა რაოდენობის შესაბამისი ინვენტარით, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, ასევე აკადემიური პერსონალისა და მასწავლებლების, კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების რაოდენობა);
დ) ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისი მონაცემები აკადემიური პერსონალის ან/ და მასწავლებლების შესახებ, რომელიც დასტურდება აკადემიური პერსონალის ან/ და მასწავლებლების ხელმოწერით (იხ. დანართი 2);
ე) საწარმოო პრაქტიკის განხორციელების მიზნით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება ან მემორანდუმი ორგანიზაციასთან, რომელშიც განსაზღვრულია პრაქტიკის განხორციელების ვადები, ადგილი, სტუდენტთა რაოდენობა და მათი შრომით საქმიანობაში ჩართვის ძირითადი პირობები.


2. აკრედიტაციის განაცხადის საფასურის (500 ლარის ოდენობით) უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადახდის დამადასტურებელი საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი ( იხ. ცენტრის საბანკო რეკვიზიტები : www.nea.ge) .
3. პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები სარეკომენდაციო ჩარჩო- პროექტის შესაბამისად .

სრულად

დადგენილება N: 113