Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე უცხო ენის გამოცდისაგან გათავისუფლების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2015 წლის 4 სექტემბრის N87/2015 დადგენილებით


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ის სტუდენტები, რომლებიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წარმატებით ჩააბარებენ უცხოელი პროფესორის მიერ წაკითხულ უცხოენოვან საგანს, გათავისუფლდნენ მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებზე ჩასაბარებელი უცხო ენის გამოცდისაგან.

2. მაგისტრატურაში ჩასაბარებელი უცხო ენის მისაღები გამოცდის ქულის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება სტუდენტის მიერ უცხოენოვან საგანში მიღებული საბოლოო შეფასება.

21. უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს უცხო ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს ან/და უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელ საბუთს. (04.09.2015, N87/2015)
22. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ უცხო ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის დასაშვებობასა და მის ქულობრივ კონვერტაციას ახორციელებს თსუ ენების ცენტრი, ხოლო უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში მაგისტრანტობის კანდიდატის სწავლის დამადასტურებელი საბუთის დასაშვებობასა და მის ქულობრივ კონვერტაციას ახორციელებს იურიდიული ფაკულტეტი. (04.09.2015, N87/2015)

3. მაგისტრატურაში მისაღები უცხო ენის გამოცდისგან მაგისტრანტობის კანდიდატის გათავისუფლების საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია, ჩააბაროს მაგისტრატურაში მისაღები უცხო ენის გამოცდა. (04.09.2015, N87/2015)


4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2010 წლის 31 მაისის N2973/22–05 განცხადება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 51/2010

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის N244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილება აკადემიური საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის N244 დადგენილებით მიღებულ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესში“ და ამოღებულ იქნას მე–4 მუხლის მე–3 პუნქტი და მე–8 მუხლის მე–3 პუნქტი.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 50/2010

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსის გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1–ლი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე

 

1. გამოცხადდეს კონკურსი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტი (დანართი 1).


2. დაევალოს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმებისა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხის შესახებ“ თსუ აკადემიური საბჭოს N1 დადგენილება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 49/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის  რეგისტრაციის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და აკადემიური საბჭოს 2009 წლის 19 ოქტომბრის N295 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლის საფუძველზე,

 

I.   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირდეს:

 

          ალექსანდრე ცისკარიძე

 

II.  დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

 

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (იხ. დანართი 1).

 

    საფუძველი: თსუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინება.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 48/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე  ასისტენტ –  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 21 იანვრის  №03/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე ასისტენტ – პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნენ:

 

სამართლის მეთოდების მიმართულება:
ლაშა ბრეგვაძე

 

სისხლის სამართლის მიმართულება:
ა) ლავრენტი მაღლაკელიძე
ბ) ანრი ოხანაშვილი

 

2.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად   შესარჩევი საკონკურსო კომისიის 06. 05. 2010 №2570/22–05 დასკვნა.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 47/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების  საგანმანათლებლო პროგრამის – ფოტოგრაფიისა და ვიდეოოპერატორის საფუძვლების დამტკიცების თაობაზე

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. დამტკიცდეს უწყვეტი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა - ფოტოგრაფიისა და ვიდეოოპერატორის საფუძვლები (იხ. დანართი №1, იხ. დანართი №2).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 46/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 


1. 2009–2010 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტზე ამოქმედდეს ზაფხულის დამატებითი სემესტრი.

 

2. ზაფხულის დამატებითი სემესტრის რეგულაცია განისაზღვროს შემდეგი წესით:


2.1    მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დასასრულს, ზაფხულის თვეებში, პროგრამის დაძლევის მიზნით, ეძლევათ ზაფხულის დამატებითი სემესტრით სარგებლობის უფლება.
2.2    სტუდენტს შეუძლია, საგანამანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში,   ზაფხულის დამატებითი სემესტრით ისარგებლოს ოთხჯერ.
2.3    ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს არაუმეტეს 15 კრედიტისა.
2.4    სტუდენტის მიერ კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა, ზაფხულის დამატებითი სემესტრის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.
2.5    ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტი სწავლობს თვითდაფინანსებით.
2.6    სტუდენტს ზაფხულის დამატებით სემესტრში  რეგისტრაციის გავლის უფლება ეძლევა დეკანის წარდგინების საფუძველზე და სწავლის საფასური განესაზღვრება შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის შესაბამისად.

 

3. სტუდენტს, რომელიც საგანამანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ვერ მოიპოვებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს, უფლება ეძლევა თვითდაფინანსების გზით დაასრულოს სასწავლო პროგრამა მომდევნო არაუმეტეს ორი დამატებითი სემესტრის განმავლობაში.

 

4. სწავლის საფასური განისაზღვრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.

 

5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 45/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის ამოქმედების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2018 წლის 22 იანვრის №6/2018 დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,


1. 2009-2010 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები - „მედიცინა“ [ქართულ და ინგლისურ ენებზე], „სტომატოლოგია“ და საბაკალავრო პროგრამა - „ოკუპაციური თერაპია“) ამოქმედდეს ზაფხულის დამატებითი სემესტრი. (22.01.2018, №6/2018)

2.   ზაფხულის დამატებითი სემესტრის რეგულაცია განისაზღვროს შემდეგი წესით: 
2.1  მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო    პროგრამა - „მედიცინა“ [ქართულ და ინგლისურ ენებზე], „სტომატოლოგია“ და საბაკალავრო პროგრამა - „ოკუპაციური თერაპია“) სტუდენტებს სასწავლო წლის დასასრულს, ზაფხულის თვეებში, პროგრამის დაძლევის მიზნით ეძლევათ ზაფხულის დამატებითი სემესტრით სარგებლობის უფლება. (22.01.2018, №6/2018)
2.2 სტუდენტებს, საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში ზაფხულის დამატებითი სემესტრით შეუძლიათ ისარგებლონ: (22.01.2018, №6/2018)
ა) საბაკალავრო პროგრამა „ოკუპაციური თერაპია“ - სამჯერ; (22.01.2018, №6/2018)
ბ) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამები: „სტომატოლოგია“ - ოთხჯერ, „მედიცინა“ - ხუთჯერ. (22.01.2018, №6/2018)
2.3  ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს არაუმეტეს 15 კრედიტისა. 
2.4   სტუდენტის მიერ კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა, ზაფხულის დამატებითი სემესტრის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს. 
2.5   ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტი სწავლობს თვითდაფინანსებით.
2.6  სტუდენტს, ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლება ეძლევა რექტორის ბრძანების საფუძველზე და სწავლის საფასური განესაზღვრება შესასწავლი სასწავლო კურსის კრედიტების მოცულობის შესაბამისად. (22.01.2018, №6/2018)
3. ამოღებულია. (22.01.2018, №6/2018)
4. სწავლის საფასური განისაზღვრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად.
5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 45/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენის და დამტკიცების პროცედურის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენა და დამტკიცება განხორციელდეს შემდეგი პროცედურების დაცვით:

 

1. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომის შემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს თსუ–ს სრული ან ასოცირებული პროფესორი, ან მოწვეული, შესაბამისი აკადემიური ხარისხის მქონე პირი. გადაწყვეტილებას პროგრამის ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ  იღებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

 

2. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამა იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად (იხ. დანართი 1).


3. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამა  განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა.შ.), ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) სხდომაზე, ხოლო პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.


4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დადგენილ მოთხოვნებთან, ხოლო ამ პროცესს კოორდინირებას უწევს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. სადაო საკითხებს წყვეტს აკადემიური საბჭო.  ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.


5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.


6. მას შემდეგ, რაც აკადემიური საბჭო დაამტკიცებს რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამას, თსუ აკეთებს განაცხადს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოში ამ პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე.


7. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის ნუსხა განისაზღვრება  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.


8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამა გადაეცემა თსუ საინფორმაციო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას თსუ ვებ-გვერდზე.
9. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ევალება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგი, შესაბამისი დასკვნების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა ფაკულტეტების და აკადემიური საბჭოს წინაშე.
10. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება)  საგანმანათლებლო პროგრამების წარმოდგენისა და დამტკიცების ვადებს ადგენს თსუ აკადემიური საბჭო.
   

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 44/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №28/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ნ” ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის “ნ” პუნქტის  საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №28/2010 დადგენილებაში - დადგენილებას დაემატოს შემდეგი პუნქტი:

 

“დანამატი შეიძლება მიეცეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მხოლოდ იმ აკადემიურ პერსონალს, ვინც შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ახორციელებს მხოლოდ თსუ-ში (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა)”;

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ განცხადება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 43/2010

გერმანელი პროფესორის ჰანს შტროერისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის “პ“ პუნქტის, 39–ე მუხლის 1–ლი პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის „პ“ პუნქტისა და 48–ე მუხლის 1–ლი პუნქტის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის გერმანელ პროფესორს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2.   დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა  ფაკულტეტის წარდგინება.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 42/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლის საფუძველზე,

 

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირდნენ:


1. ნოდარ ბელქანია
2.  შალვა აბზიანიძე
3. გიორგი ყიფიანი


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

 

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (იხ. დანართი 1),  (იხ. დანართი 2), (იხ. დანართი 3).

 

          საფუძველი: თსუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 41/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ  ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  9 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის N91 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის“ მე–7 მუხლისა და  რექტორის 2010 წლის 21 იანვრის  № 03/01–01  ბრძანების საფუძველზე,

 

I.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  ასისტენტ – პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:

 

1. ირაკლი ბურდული (თავმჯდომარე)
2. მზია ლეკვეიშვილი
3. პაატა ტურავა
4. დავით ბოსტოღანაშვილი
5. ირაკლი დვალიძე


 
II.    დადგენილება  გამოქვეყნდეს  საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 40/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალის, მისაღები კონტინგენტის და მისაღები გამოცდებისთვის მისანიჭებელი კოეფიციენტის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის  საფუძველზე,

 


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010–2011 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, მისაღები კონტინგენტი და მისაღები გამოცდებისათვის  მისანიჭებელი კოეფიციენტი (იხ. დანართი);


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 39/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამაგისტრო გამოცდის მოქმედი წესებისა და აკადემიური წერის სტანდარტების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის  საფუძველზე,

 


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამაგისტრო გამოცდის მოქმედი წესები (იხ. დანართი 1)  და აკადემიური წერის სტანდარტები (იხ. დანართი 2);


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


      საფუძველი: ამონაწერი იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს ოქმიდან №01 18.01.2010

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 38/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 23 ოქტომბრის №22 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის” მე-3 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირდეს:

 

            დარეჯან  თვალთვაძე

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (იხ. დანართი).

 

           საფუძველი: თსუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 37/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.07.2011, № 77/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის „ს“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი    გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 36/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული  პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 და 2010 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 და 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11  დეკემბრის №134/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნას:

 

ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება:

 

მაია ციციშვილი

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად   აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 18.03. 2010 შემაჯამებელი ოქმი.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 35/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ – პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 და 2010 წლის 18 იანვრის  №1 დადგენილებებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 და 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის  გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11  დეკემბრის №133/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნენ:

 

1.  საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება


გიორგი კვინიკაძე
ბაადურ წერეთელი
ვლადიმერ ჩხაიძე
მარი ხუტაშვილი

 

2.  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება

 

სერგი კაპანაძე
თორნიკე თურმანიძე

 

3.  სოციოლოგიის მიმართულება

 

მარინა ბურძენიძე
ნათელა დონაძე
შორენა თურქიაშვილი

 

4.  სოციალური სამუშაოს მიმართულება

 

თეონა მატარაძე
თამარ მახარძე

 

5.  ჟურნალისტიკის მიმართულება

 

ირა ბიჭიკაშვილი
ხათუნა კაჭარავა
მაგდა მემანიშვილი
მაია ტორაძე
ირინა ღვინერია
ხათუნა ჩარკვიანი

 

6.  პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება

 

ზვიად აბაშიძე
სალომე დუნდუა
კობა თურმანიძე

 

7.  ფსიქოლოგიის მიმართულება

 

ნუგზარ ბაინდურაშვილი
თამარ ბოკუჩავა
მედეა დესპოტაშვილი
გიორგი გოროშიძე
ნინო ლაბარტყავა
ელენე კვანჭილაშვილი
ნატა მეფარიშვილი
ვახტანგ ნადარეიშვილი
მაია რობაქიძე
შორენა მამუკაძე
ლილი ხეჩუაშვილი
ნინო ქაჯაია
ლია ჩხიკვიშვილი
მარინე ჯაღიაშვილი

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ– პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის 25.03.2010 შემაჯამებელი ოქმი.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 34/2010

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ – პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2012 წლის 23 აპრილის №27/2012 დადგენილებით


“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს“ პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2008 წლის 28 მაისის №91 და 2010 წლის 18 იანვრის  №1 დადგენილებებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 და 2010 წლის 26 მარტის №24 სხდომის  გადაწყვეტილებებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის" მე-12 მუხლის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 11  დეკემბრის №133/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ–პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  არჩეული იქნენ:

 

1.  საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება


გიორგი კვინიკაძე
ბაადურ წერეთელი
ვლადიმერ ჩხაიძე
მარი ხუტაშვილი

 

2.  საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება

 

სერგი კაპანაძე
თორნიკე თურმანიძე

 

3.  სოციოლოგიის მიმართულება

 

მარინა ბურძენიძე
ნათელა დონაძე
შორენა თურქიაშვილი

 

4.  სოციალური სამუშაოს მიმართულება

 

თეონა მატარაძე
თამარ მახარძე

 

5.  ჟურნალისტიკის მიმართულება

 

ირა ბიჭიკაშვილი
ხათუნა კაჭარავა
მაგდა მემანიშვილი
მაია ტორაძე
ირინა ღვინერია
ხათუნა ჩარკვიანი

 

6.  პოლიტიკური მეცნიერების მიმართულება

 

ზვიად აბაშიძე
სალომე დუნდუა

ამოღებულია (23.04.2012, №27/2012)

 

7.  ფსიქოლოგიის მიმართულება

 

ნუგზარ ბაინდურაშვილი
თამარ ბოკუჩავა
მედეა დესპოტაშვილი
გიორგი გოროშიძე
ნინო ლაბარტყავა
ელენე კვანჭილაშვილი
ნატა მეფარიშვილი
ვახტანგ ნადარეიშვილი
მაია რობაქიძე
შორენა მამუკაძე
ლილი ხეჩუაშვილი
ნინო ქაჯაია
ლია ჩხიკვიშვილი
მარინე ჯაღიაშვილი

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ– პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის 25.03.2010 შემაჯამებელი ოქმი.

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 34/2010