კორუნას უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს „საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - 2022“ მონაწილეობისათვის სტიპენდიების მოსაპოვებლად, რომლის ჩატარება დაგეგმილია 2022 წლის 18 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით.
!! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული დაფინასება განკუთვნილია სწავლის, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯების დასაფარად (2022 წლის 17-30 ივლისის პერიოდისათვის) და არ მოიცავს საერთაშორისო მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 20 მარტი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს.
სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ აქ.