თსუ პროფესიული პროგრამები 2025
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი 2025-2026 სასწავლო წელს მიღებას თბილისსა და ქუთაისში 18 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს.
1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
► საექთნო განათლება - თბილისი/ქუთაისი
► Front end დეველოპერი - თბილისი/ქუთაისი
► საწყობის ოპერირება - ქუთაისი
► ტვირთების ექსპედირება - ქუთაისი
► საბიბლიოთეკო საქმე - თბილისი/ქუთაისი
► საფინანსო სერვისები - თბილისი/ქუთაისი
► ბუღალტრული აღრიცხვა - თბილისი/ქუთაისი
► საბაჟო საქმე - თბილისი/ქუთაისი
► სკოლამდელი აღზრდა - თბილისი/ქუთაისი
► ღონისძიების ორგანიზება - თბილისი/ქუთაისი
პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სრულად.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ონლაინ www.vet.emis.ge ვებგვერდის საშუალებით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თსუ პროფესიული განათლების ცენტრს ელფოსტაზე: cve@tsu.ge
ან მოგვწერეთ თსუ პროფესიული განათლების გვერდის ფბ გვერდზე https://www.facebook.com/TSUVET
ტელ: 032 2 25 04 84