Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მდებარეობა/Location: სათავო ოფისი

 

სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი

 

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

 

სამუშაოს აღწერა

ინვესტორებთან ურთიერთობის  განყოფილება პასუხისმგებელია ინვესტორებსა და კომპანიას შორის სრულფასოვან კომუნიკაციაზე, განყოფილება უზრუნველყოფს ფინანსური და სტრატეგიული ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას.  

 

შენ, როგორც სტაჟიორი ჩაერთვები:  

  • კვირეული და კვარტალური რეპორტების მომზადებაში; 
  • კვარტალური პრეზენტაციის შედგენაში; 
  • გუნდთან ერთად სხვადასხვა დავალებისა და ამოცანის ანალიზსა და შესრულებაში; 
  • რიცხვების ანალიტიკურად დამუშავების პროცესში; 
  • ინვესტორებთან დაკავშირებული ბაზების მართვაში; 
  • ინვესტორებთან ან Roadshow-სთან დაკავშირებულ პროცესებში. 

 

კვალიფიკაცია

ვის ვეძებთ: 

  • ხარ მეოთხე კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული; 
  • გაქვს განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით. 
  • ხარ ენერგიული, მოტივირებული, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ფლობ ინგლისურ ენას მაღალ დონეზე; 
  • გაქვს ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური უნარები; 
  • კარგად ფლობ საოფისე პროგრამებს (განსაკუთრებით MS Excel-სა და MS Powerpoint); 
  • არ გეშინია გამოწვევებისა და სიახლეების; 
  • შეძლებ იმუშაო ბანკის სხვადასხვა გუნდთან ერთად; 

 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

 

თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

 

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული