„დრესაპ ჯგუფი“ 31 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
• სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 სთ (უნივერსიტეტთან ხელშეწყობით)
• ანაზღაურება: 1800+ (გამოცდილების შესაბამისად)
• ლოკაცია: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19. სათავო ოფისი.
ფუნქციები და მოვალეობები:
• ბეჭდვითი და POS მასალების დაგეგმვა და მონიტორინგი: შეკვეთების წინასწარი დაგეგმვა, ბეჭდვისთვის საჭირო სპეციფიკაციების გადამოწმება;
• შიდა კომუნიკაცია: მაღაზიებთან და შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და მართვა;
• მომწოდებლებთან კოორდინაცია: სტამბებთან და სხვა პარტნიორებთან ურთიერთობა, ფასების მიღება, ტექნიკური საკითხების მოგვარება, ხარისხისა და ვადების კონტროლი;
• ლოგისტიკური პროცესების მართვა: პროდუქციის ტრანსპორტირება, საწყობში მიღება და მაღაზიებში განაწილების კოორდინაცია;
• სისტემური მონიტორინგი: პროდუქციის ნაშთების, მდგომარეობისა და ხარისხის კონტროლი; მონაცემების განახლება ონლაინ სისტემებში; დეფექტური მასალების იდენტიფიცირება;
• ინოვაციების კვლევა: ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების ძიება წარმოების პროცესების ოპტიმიზაციისთვის;
• დოკუმენტაციის მართვა: შეკვეთების, ინვოისების, სატესტო პრინტების, სერტიფიკატებისა და კონტრაქტების ციფრული და ფიზიკური არქივირება;
• მარკეტინგთან კოორდინაცია: ბანერების, ბროშურებისა და ვიტრინების განახლების გრაფიკთან სინქრონიზაცია საერთო სამუშაო დაფაზე;
• რეპორტინგი: წარმოებისა და მომარაგების პროცესების შესახებ რეგულარული ანგარიშების მიწოდება მენეჯმენტისა და ფინანსური გუნდისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
• სარეკლამო, პოლიგრაფიულ კომპანიაში ან კომპანიასთან კომუნიკაციის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სტაჟირებაც ჩაითვლება).
• დიზაინის შექმნის გამოცდილება;
• სარეკლამო მასალების სპეციფიკის ცოდნა;
• მნიშვნელოვანია: CorelDraw, Adobe photoshop, Adobe Illustrator, Adobe Acrobat პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა, Premier Pro-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
• ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
• ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
• ინიციატივა და სიახლეებისკენ სწრაფვა – პროცესების ავტომატიზაციისა და ეკომეგობრული მასალების შეთავაზება.
კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით ბმულზე: https://hel-ai.com/apply/87Tjfmh
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!