geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. 

 

ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსია გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე

ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21

სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

მონაცემების დამუშავება / მოთოხვნილი ანგარიშების წარმოება;

არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობა;

ხელშეკრულებებისა და ინვოისების გამზადება და გაგზავნა;

საქართველოს მასშტაბით  ცემენტის ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღება, დეტალური ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტთან;

ბაზრიდან აქტუალური ინფორმაციის (კლიენტების, ბაზრის ან მისი სეგმენტის ზოგადი მდგომარეობა; ბაზარზე არსებული ტენდენციები; ფასები; კონკურენტები; ახალი სამშენებლო პროექტები) მიღება და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად კომუნიკაცია უშუალო ხელმღვანელთან;

გაყიდვების მენეჯერების საჭიროებისამებრ დახმარება და მათი არ ყოფნის შემთვევაში ჩანაცვლება;

                                                                               

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;

უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს  ადმინისტრირების მიმართულებით;

საოფისე პროგრამების ცოდნა;

B კატეგორიის მართვის მოწმობა;

სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

ორგანიზებულობა;

მიზანზე ორიენტირება;

დეტალებზე ორიენტირება;

       ჩვენ გთავაზობთ:

ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის

პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს და კარიერული ზრდისთვის საჭირო ტრენინგებს;

სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის

კვების თანადაფინანსებას

დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას

ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში

კორპორატიულ სასაუბრო პაკეტსა და ულიმიტო ინტერნეტს;

საწვავის უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: careers@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების სპეციალისტი

გისურვებთ წარმატებას!