ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა შეყვანის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21/ ჰიბრიდული
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
დასაქმების ხანგრძლივობა: 1 თვე (პროექტის დასრულებამდე)
ძირითადი მოვალეობები:
მონაცემების შეყვანა SAP Successfactors-ის სისტემაში შესაბამის ველში, ზედმიწევნით სიზუსტით
შეყვანილი ინფორმაციის ვალიდაცია და ხარვეზების იდენტიფიცირება
მჭირდო კომუნიკაია HR გუნდთან პროცესის სისწორის უზრუნველსაყოფად
თანამშრომლის შეფასების მონაცემების Excel-იდან სისტემაში გადატანა
კომპანიაში არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი, მესამე/მეოთხე კურსის სტუდენტი
სასურველია SAP Successfactors-თან ან მსგავს ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
სასურველია MS Excel-ის ცოდნა
დეტალებზე ორიენტირებული
მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დროის ეფექტური მართვა
პასუხისმგებლიანი
ჩვენ გთავაზობთ:
უფასო სასაუბრო დროს და ინტერნეტს
თუ თქვენ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ პროფესიულად განვითარდეთ, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნოთ მისამართზე: Careers@cement.ge
გთხოვთ, ელ–ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მონაცემთა შეყვანის ოპერატორი
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!