სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8000 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
Paybox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
რისი გაკეთება მოგიწევს:
მომხმარებლების სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;
მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ;
საჭირეობის შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელება.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურება - 800 ლარი;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
მოქნილ სამუშაო გრაფიკი;
საბონუსე ანაზღაურება (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით);
Fitpass;
სხვადასხვა შიდა აქტივობები: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი:
9:00-16:00; 10:00-17:00; 13:00-20:00; 16:00-23:00.
გრაფიკი დგება წინა სამუშაო კვირას, შესაბამისად ყველა თანამშრომელი წინასწარ არის ინფორმირებული რომელ საათებში მოუწევს მუშაობა;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე (დასვენების დღე შაბათი ან კვირა)
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- მოქნილობა;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ხარისხის შეგრძნების უნარი, კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
- კეთილგანწყობა, პასუხისმგებლიანი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე. > სარეგისტრაციო ბმული <