Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

 

 

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს 300-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში; თსუ თანამშრომლობს 150-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტთან ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რის შედეგადაც, 2015-2024 წლებში თსუ-ს მონაწილეობით განხორციელებული საერთაშორისო მობილობის (თსუ-ს სტუდენტების და პერსონალის მობილობა პარტნიორ უნივერსიტეტებში და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა თსუ-ში) რიცხვი 4000-ს აჭარბებს. 1995-2024 წლებში თსუ-მ კოორდინაცია გაუწია და მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური განვითარების 60-ზე მეტ პროექტში, ერაზმუს მუნდუსის 7 კონსორციუმში, ერაზმუსის ერთობლივ სამაგისტრო 3 და ჟან-მონეს 2 პროექტში.

 

ამასთანავე, თსუ ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას აზიის სამეცნიერო ბანაკებში ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: იაპონია, სინგაპური, ისრაელი, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია და სხვ.

 

საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც თსუ-ში როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება. 2024-25 სასწავლო წელს თსუ-ში განათლებას იღებს უცხოეთის 1200-ზე მეტი მოქალაქე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან; გარდა ამისა, თსუ ყოველწლიურად მასპინძლობს 150-ზე მეტი უცხოელ სტუდენტს ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობისა და ორმხრივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.