"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ინვესტიციების დაგეგმვისა და კაპიტალის ალოკაციის სამსახურში - სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის #10
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი / 09:00 დან - 18:00 მდე
ანაზღაურება: 2350 ლარი - net
ძირითადი მოვალეობები:
- კაპიტალური დანახარჯების ფინანსური ანალიზი, პროექტების მართვა და ბიუჯეტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნალური კომპანიებისთვის კაპიტალური დანახარჯების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა;
- ფაქტობრივი კაპიტალური დანახარჯების ყოველთვიური ანალიზი, ბიუჯეტთან შესაბამისობის შეფასება და ბიუჯეტიდან გადახრების განმარტება, როგორც საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS), ასევე საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მოთხოვნების შესაბამისად;
- პროექტების ტექნიკური მახასიათებლებისა და შეფასების საფუძველზე ფინანსური მიზანშეწონილობის განსაზღვრაში ჩართულობა;
- ჩართულობა ბიუჯეტირების და პროგნოზირების პროცესში;
- კაპიტალური დანახარჯების შეფასების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისა და მოდელირების ახალი ინსტრუმენტების დანერგვის პროცესში ჩართულობა;
- საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის; სარეტინინგო კომპანიებისთვის და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ტექნიკური და ფინანსური შეფასების (due diligence), მომზადებაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საერთაშორისო ფონდებთან და ინვესტორებთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Office, განსაკუთრებით Excel-სა და Power Point-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული