სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს დროებით ვაკანსიას ოპერაციების სპეციალისტის პოზიციაზე (ახალი და მეორადი ავტომობილების მიმართულებით).
თანამშრომლობის ვადა: 7–8 თვე
მდებარეობა: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კმ. #96
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს.
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· გაყიდვების შემდგომი პროცესის მართვა;
· არსებული პორტფელის კლიენტებთან კომუნიკაცია;
· მომხმარებლების საჭიროებების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში პროგრამული ცვლილებების ასახვა;
· მინდობილობებისა და მომხმარებლებისთვის სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება;
· ვადაგადაცილებების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება და/ან ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის მიმართულებით);
· სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· სასურველია საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
· აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
· Microsoft Office (Excel; Word) საბაზისო დონეზე ცოდნა.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· გუნდურობა;
· კომუნიკაბელურობა;
· საქმის ეფექტურად განაწილების უნარი;
· დეტალებზე ორიენტირებულობა;
· ორგანიზებულობა;
· პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული