"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 19 ქვეყანაში ოპერირებს.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს რეგულაციების დეპარტამენტში - ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. #10
სამუშაო გრაფიკი: 09:00 დან-18:00 მდე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის საქმიანობის მიმდინარე რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მიმდინარე პროცესების ფინანსური და ტექნიკური ანალიზი რეგულაციებთან მიმართებაში;
- კომპანიის საოპერაციო და კაპიტალური დანახარჯების ანალიზსა და განხილვაში ჩართულობა;
- მარეგულირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
- რეგულაციებთან დაკავშირებული რისკების ანალიზი;
- ტარიფის გაანგარიშების პროცესში ჩართულობა;
- სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
- მარეგულირებლის მიერ მოთხოვნილი სტანდარტების და პროცედურების კომპანიაში დანერგვისა და მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
- შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- სასურველია ბუღალტრულ ტრანზაქციებთან მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
- MS office, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული