Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია Nexia Solutions ნერგავს თანამედროვე ERP და CRM გადაწყვეტილებების საქართველოს ბაზარზე.

 

კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზირებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - ERP და CRM მიმართულებით არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა. Nexia Solutions-ის დახმარებით უამრავმა კომპანიამ გააციფრულა ყოველდღიური სამუშაო პროცესი.

 

კომპანია Nexia Solutions აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

• პოტენციური მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემის დემონსტრირება;

• არსებული მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

• სააღრიცხვო სისტემაზე კორპორატიული ტრენინგ კურსის ჩატარება;

• მომხმარებლის ბიზნეს პროცესების შესწავლა/სისტემაში მოდელირება;

• საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დავალების მომზადება;

• საჭიროების შემთხვევაში დეველოპერისთვის დავალების მიწოდება/ტესტირება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)

• MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა

• უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/ რუსული ენების კარგად ცოდნა)

• ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

• ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

 

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: მ. ალექსიძის 12, „King David”.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, ნაწილობრივ დისტანციური, 10:00-19:00

ანაზღაურება: 300 ლარი პირველი სამი თვე (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ანაზღაურებადი სტაჟირება კონფიგურაციის სპეციალისტის პოზიციაზე”