Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 25/11/2025 - 30/11/2025

ყვავილების მაღაზიის მენეჯერი

“ლავლი როუზის” ერთ-ერთი წამყვანი ყვავილების მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის იმპორტირებულ ყვავილებსა და ფლორისტიკულ სერვისებს
სთავაზობს. 
ჩვენთან, მენეჯერის როლში, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განივითაროთ ბიზნეს უნარები, იმუშაოთ მეგობრულ და სასიამოვნო გარემოსა და ყვავილების გარემოცვაში.
განვიხილავთ გამოცდილების მქონე კანდიდატებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება (მულტითასქინგი) და აქვთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
სასურველია ინგლისურ ენაში B2 და რუსულ ენაში A2 დონე მაინც.

ჩვენი მაღაზია მუშაობს ყოველ დღე, შაბათ - კვირის ჩათვლით.
გრაფიკი:  კვირაში 3-5 დღე, 09.00-17.00 ან 16:00-00:00 (თუმცა საწყის ეტაპზე,
რამდენიმეკვირიანი სწავლების პერიოდში, კანდიდატს მეტწილად დილის ცვლებში უნდა ეცალოს)
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე, ზაქარია ფალიაშვილის 38. 

მოვალეობები: 
● შეკვეთების მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, ელ-ფოსტითა და სხვა არხებით. 
● შეკვეთების მართვა: გადაცემა ფლორისტებისთვის – გასამზადებლად და კურიერისთვის – მისატანად. 
● შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში 
● ვებგვერდზე პროდუქციის განახლება, საჭიროებისამებრ კორექტირება და დამატება 
● უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. 

ხელფასი:
ცვლაზე 60 ლარი (ხელზე ასაღები ოდენობა). თვიური ანაზღაურება იანგარიშება თვეში
ნამუშევარი ცვლების ოდენობის შესაბამისად. 20 ცვლის (კვირაში 5 ცვლა) შემთხვევაში 1200 ლარი.

ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით, თქვენ ეთანხმებით შპს “ლავლი როუზის”-თვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, მისი დასაქმების მიზნებისათვის დასამუშავებლად: 

https://forms.gle/eS7KiBi9sJW4Txm49