პოზიციის დასახელება: ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების სპეციალისტი
ანაზღაურება: 2650 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).
მოვალეობები:
** ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიების (რობოტიკის და ავტომატიზაციის R&D ლაბორატორია; VR სტუდია; დრონების ლაბორატორია; ელექტრონიკის და IoT ლაბორატორია; AI მოწყობილობების ლაბორატორია; STEAM ლაბორატორია და ფაბლაბი) ეფექტიანი საქმიანობის საჭირო აქტივობების განხორციელება;
** ინოვაციური და ტექნოლოგიური hardware სტარტაპების, მეწარმეების და მომხმარებლების საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროგრამებისა და სერვისების განვითარების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
** ICT, STEAM, ინჟინერიის, რობოტიკის, AI და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებით (სასწავლო, საკონკურსო, ინოვაციური, კვლევითი, პროტოტიპირების) პროექტებისა და ღონისძიებების (ტრენინგები, ჰაკათონები, ვორქშოფები და სხვა) ინიცირება, შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და განხორციელება;
** არდუინოს და ელექტრონიკისა საბაზისო დონეზე შესწავლა და ამ ცოდნის გამოყენება ბენეფიციარების დახმარებისთვის;
** კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობის მართვა და მონიტორინგი;
** ფაბლაბის მომხმარებლებისთვის ტექნიკური დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა პროტოტიპირების და ლაბორატორიებში არსებული მოწყობილობების გამოყენების პროცესში;
** ლაბორატორიების ტექნიკური ინფრასტრუქტურის, დანადგარების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ლაბორატორიების უსაფრთხო, ორგანიზებული და ეფექტიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა და მასალების მართვა, აღრიცხვა და მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
** ლაბორატორიების სერვისების განვითარების, სტანდარტიზაციისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობების ინიცირება;
** ლაბორატორიების სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან (საგანმანათლებლო დაწესებულებები, კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები) თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების ინიცირება;
** ლაბორატორიების გამოყენების, სერვისებისა და პროექტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
** ტექნოპარკის სხვა ერთეულებთან და დეპარტამენტებთან კოორდინაცია საერთო პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
** საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტები რეგიონულ ტექნოპარკებში;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიის/დიზაინის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ტექნოლოგიურ/ინოვაციურ ან საგანმანათლებლო პროექტებში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა;
** გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/wQNVq