კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
18/06/2026 - 03/07/2026
სს „ვიანი“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიურ განყოფილებაში, რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას #13 //ჭიაურელის 6;
გრაფიკი : ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30_17:30, ( შაბათი მორიგეობით, 09:00_15:00 , თვეში ერთი შაბათი )
ძირითადი მოვალეობები:
- შემოსული პაციენტების რეგისტრაცია ყველა წესის დაცვით:
- პაციენტის იდენტიფიკაცია და სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება;
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
- პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში პირველადი შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
- პაციენტის სტაციონარული ბარათის გახსნა, ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით და სავალდებულო (საიდენტიფიკაციო, სადაზღვევო) დოკუმენტაციის ჩადება;
- პრობლემური სიტუაციების მართვა (უკმაყოფილო პაციენტების მოსმენა, დამშვიდება და უმართავი, მოუგვარებელი სიტუაციის შემთხვევაში პაციენტის ან მისი მეურვის გადამისამართვება შესაბამის სამსახურთან;
- სხვა ფუნქცია–მოვალეობები უშუალო უფროსისა და კოორდინატორი მენეჯერების დავალების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული