„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა."
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: www.gtgroup.ge;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - გარემოსდაცვითი მეცნიერება, ეკოლოგია ან მონათესავე მიმართულებით;
- რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ISO 14001 - სტანდარდარტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
- Microsoft Office-ის ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ტექნიკური რეგლამენტების მონიტორინგი და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
- გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადება, განახლება და მართვა;
- კომპანიის გარემოს დაცვის პოლიტიკის დანერგვა და ყოველწლიური განახლება;
- სახიფათო ნარჩენების მართვის წლიური გეგმის განახლება და განხორციელების კონტროლი;
- სხვა სავალდებულო გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადება დადგენილი პერიოდულობით;
- შესაბამისი ანგარიშგებებისა და დეკლარაციების მომზადება და ატვირთვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონულ პლატფორმაზე;
- სახიფათო ნარჩენების სეპარაციის პროცესის კონტროლი და მათი დროული გატანის ზედამხედველობა;
- ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების მართვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
- მაცივარაგენტების აღრიცხვა და მართვა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
- ISO 14001 სტანდარტის სერტიფიკაციის პროცესის მხარდაჭერა, შიდა და გარე აუდიტებში მონაწილეობა;
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული