Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როინ ყავრელიშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1969

 ისტორიკოსი,მეცნიერი,მკვლევარი, მთარგმნელი

როინ ყავრელიშვილი დაიბადა 1969 წელს  ახალქალაქში.

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი .

 1997-2002 წლებში აკ. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მაძიებელი.

მისი სადისერტაციო თემაა - "1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის თურქული ისტორიოგრაფია".

2005-2007 წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალის დირექტორი 2007 -2012 წწ.

 2012–2018წწ. არტაანის უნივერსიტეტში ხელძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ქართული ენის და ლიტერატურის განყოფილებას.

როინ ყავრელიშვილი  იკვლევს ქართულ–თურქულ, რუსულ-თურქულ ურთიერთობებს და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში კავკასიის საკითხებს.

არის 65 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი (მათ შორის 5 წიგნი, აქედან 4 თანაავტორობით), 7 სამეცნიერო მონოგრაფიის და კრებულის მთარგმნელი ქართულიდან თურქულ და თურქულიდან ქართულ ენებზე. არის 7 საერთაშორისო  სამეცნიერო იმპაქტ-ფაქტორიანი ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, აქედან ორის რედაქტორის მოადგილე.

 არის 60-ზე მეტი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილე; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი; ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიანტი; ერთი ადგილობრივი და სამი საერთაშორისო კვლევითი პროექტის მონაწილე; მშობლიური ენის გარდა ფლობს თურქულ, რუსულ, სომხურ და გერმანულ ენებს; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო და თურქეთის რესპუბლიკის ყარსის კავკასიის და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორი, თურქეთმცოდნე.

გამოცემული შრომები:

ასპინძა და ასპინძელობა (რედაქტორი). - ახალციხე, 2019. - 248გვ.. - ISBN: 9789941955273

არტაანი და ყარსი: პუბლიცისტური და ისტორიულ-ლიტერატურული ჩანაწერები (რედაქტორი). - ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2018. - 94გვ.. - ISBN: 9789941432590

სამცხე-ჯავახეთი XIX საუკუნის პირველ მესამედში (რედაქტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 132გვ.. - ISBN: 9789941229046

სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო = Samtskhe-Javakheti mutfağindan (თანაავტორი). - ახალციხე, არდაჰანი : Baski, 2016. - 324გვ.

ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი : ლაპიდარული წარწერები, ტოპონიმია, საღვთისმეტყველო-ლიტერატურული ცენტრები (თანაავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2012. - 506გვ.. - ISBN: 9789941436222

თარიღი: 14/07/2025
კატეგორია: ისტორიკოსი