Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს სტაჟირების კონკურსს პროექტების მართვის ოფისში

დეპარტამენტი: პროექტების მართვის ოფისი
პოზიცია: სტაჟიორი
შესარჩევი სტაჟიორის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: თვეში 1200 ლარი (დარიცხული)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე
პროექტების მართვის ოფისის მიზანი:
პროექტების მართვის ოფისის ამოცანაა ეროვნული ბანკის პროექტების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება, მათი განხორციელების შედეგად
მიღებული სარგებელის ოპტიმიზაცია პროექტების მართვის პროცესის სტანდარტიზაციისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენების საშუალებით.

სტაჟირების შესახებ: პროექტების მართვის ოფისში სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება პროექტების მართვის
მიმართულებით.
სტაჟიორი პროექტის მენეჯერთან კოორდინაციით ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში:
 პროექტების დაგეგმვა;
 პროექტის განხორციელება;
 პროექტში მონაწილე მხარეებთან კოორდინაცია;
 პროექტების განხორციელების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
 პროექტების მართვის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში/აქტივობებში მონაწილეობა.

სტაჟიორს შესაძლებლობა ექნება:
 კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში რომელიც დაკავშირებული იქნება პროექტების მართვის სპეციფიკასთან;

 გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა), რომელიც საჭიროა სტაჟირების პერიოდში მენტორის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად;
 გახდეს დინამიური სწავლების გარემოს თანამონაწილე. სტაჟირების კანდიდატისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:
 დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან/და უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირი;
 სასურველია, კანდიდატს გააჩნდეს თეორიული ან პრაქტიკული ცოდნა პროექტების მართვის ან საგადახდო/საბარათე სისტემების მიმართულებით;
 სასურველია კანდიდატს ქონდეს ნებისმიერი გამოცდილება საორგანიზაციო და საკოორდინაციო მიმართულებით (მათ შორის სტაჟირება ან მოხალისეობა);
 ინგლისური ენა - B2.
კომპეტენციები და უნარები:
 კრიტიკული აზროვნება;
 სიახლეებისადმი სწრაფვა;
 ზეპირი და წერითი საკომუნიკაციო უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
 ორგანიზების უნარები;
 დეტალებზე ორიენტირებულობა;
 დროის მართვა;

სტაჟიორის შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი:
 განაცხადების შეფასება და განაცხადით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
მეორე ეტაპი:
 წერითი დავალება, მისი განხილვა და შეფასება ეროვნული ბანკის მიერ;
მესამე  ეტაპი:
 გასაუბრება კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გადალახავენ შერჩევის მეორე ეტაპს.

კანდიდატი, რომელიც სტაჟიორად 3 თვეზე მეტი ვადით ინიშნება, „საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლის და თანამშრომლად მისაღები პირის შესახებ

დამატებითი ინფორმაციის შესწავლის წესის“ შესაბამისად ბანკის უფლებამოსილ პირთან გადის გასაუბრებას და ავსებს კითხვარს.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2025 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე Internship@nbg.gov.ge უნდა
გამოაგზავნონ:
 რეზიუმე (CV)
 რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი „სტაჟირება - პროექტების მართვის ოფისში“

შერჩეული კანდიდატი ვალდებულია შერჩევიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ბანკში  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
3. ერთი ელექტრონული ფოტო.
 
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები ეროვნული ბანკის მიერ დამუშავდება  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.