geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მდებარეობა: თბილისი; 76მ ილია ჭავჭავაძის გამზირი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

·       ჯანმრთელობის დაზღვევას;

·       დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;

·       თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

·       პროგრამაში არსებული გარკვეული ფუნქციების მუშაობის  მონიტორინგი;

·       მხარდაჭერის სისტემაში (Freshdesk) დავალების დაფიქსირების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა, პრობლემის ჩამოყალიბება - დაფიქსირება შესაბამის გუნდთან და მისი მოგვარების ხარისხისა და ვადების კონტროლი;

·       ბიზნეს პროცესების შესწავლა პროგრამის ფუნქციებში უკეთ გარკვევის მიზნით;

·       დეველოპერებთან, IT გუნდის სხვა წევრებთან და მესამე მხარის მომსახურების მომწოდებლებთან კოორდინაცია;

·       პროგრამის ყოველი განახლებისას და ახალი მოდულის ექსპლუატაციაში ჩაშვების პროცესში ჩართულობა, შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და გასწორების მიზნით;

·       სისტემის მომხმარებლების ტექნიკურ შეკითხვებზე შესაბამისი რეაგირება და მათთვის დეტალური ინსტრუქციების გაზიარება;

·       სისტემატურად სიახლეების გაცნობა და შესწავლა, შემდეგომი პროგრამული მხარდაჭერის გაწევის მიზნით;

·       პროგრამული უზრუნველყოფის ახალ ვერსიებზე ტესტირება და ადაპტაცია;

·       ხშირად განმეორებადი პრობლემებისთვის რეკომენდაციების მომზადება;

·       ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებზე დროული რეაგირება და საჭიროების შემთხევაში, სისტემის მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია პრობლემის დაზუსტების მიზნით (ტელეფონით ან სხვა შიდა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·       უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უპირატესობა მიენიჭება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მიღებულ განათლებას); 

·       სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

·       აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;

·       სასურველია სხვადასხვა პროგრამებთან (მაგ., Microsoft Office, CRM, ERP სისტემები) მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები: 

·       საქმის ეფექტურად განაწილებისა და დროის მართვის უანრი;

·       დეტალებზე ორიენტირებულობა;

·       გუნდურობა;

·       ანალიტიკური აზროვნება;

·       ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

·       სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული