თბილისი, საქართველო
სრული განაკვეთი
მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი
კომპანიის აღწერა
- ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
- ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
- მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიკური გარემო და ციფრული სამყაროს ნაწილად ყოფნა?
გინდა იმუშაო ძლიერ ბრენდში, სადაც შენს განვითარებას რეალურად აფასებენ? შემოგვიერთდი თიბისიში პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და დაეხმარე ადამიანებს ციფრული სერვისების მარტივად, სწრაფად და კომფორტულად გამოყენებაში.
გახდი 33-წლიანი ისტორიის მქონე ლიდერი კომპანიის გუნდის წევრი!
რას გააკეთებ ყოველდღიურად?
- არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს პროაქტიულად შესთავაზებ სწორ, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს
- გაუწევ კონსულტაციას საბანკო პროდუქტებსა და ტრანზაქციებზე, ციფრულ არხებში
- დაეხმარები მომხმარებლებს რეგისტრაციაში და პირველ ოპერაციებში — პროცესს მაქსიმალურად გაუმარტივებ
- დააკვირდები მომხმარებლის გამოცდილებას და შენს უკუკავშირს გაუზიარებ თიბისის გუნდებს, რათა ციფრული სერვისები კიდევ უფრო უკეთესი გახდეს
რას გთავაზობთ თიბისი?
- ფინანსურ სარგებელს
- ფიქსირებული ხელფასი + დამატებითი ყოველთვიური ბონუსი
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი
განვითარებას და კარიერულ ზრდას
- 2-კვირიანი ანაზღაურებადი ტრენინგი (პიროვნული უნარები + საბანკო პროდუქტები)
- წვდომა მრავალფეროვან შიდა და გარე ტრენინგებზე
- საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება
დამატებით ბენეფიტებს
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის
- ბრენდ მაღაზია
- ფონდი „თიბისელები“ და სხვა მრავალი ექსკლუზიური ბენეფიტი
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და დახმარება
- ხარ აქტიური და განვითარებაზე ორიენტირებული
- გინდა დაიწყო ან განავითარო კარიერა საფინანსო სექტორში
- გაინტერესებს ციფრული ტექნოლოგიები და თანამედროვე სერვისები
ლოკაცია: სავაჭრო ცენტრები და სხვა ხალხმრავალი სივრცეები
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული