Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება „სახელმძღვანელოების კონკურსის“ განხორციელების შესახებ

1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამათა საგნების სახელმძღვანელოების შექმნის/განახლების კონკურსი;
2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;
3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება მაქსიმუმ – 5 000 ლარი; არსებულის (2014 წლამდე გამოცემულის) განახლება – მაქსიმუმ 3 000 ლარი;
4. სახელმძღვანელოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;
5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს;
6. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 70 სტუდენტისა; გამონაკლისია ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ბილინგვური პროგრამა.
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება დეკანის სახელზე, სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა) და სავარაუდო სარჩევი. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით. სახელმძღვანელოს განახლების შემთხვევაში, დამატებით წარმოადგენილი უნდა იქნეს სახელმძღვანელოს ნიმუში;
8. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე https://www.tsu.ge/ge/faculties/social/books/iv5pzb1oe4ukrny_- /zbhly8sltj3bpsk2b//
9. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – ა.წ. 11 თებერვლის 17.00 სთ–მდე.
10. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 20 თებერვალს;
11. დასრულებული პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა – 2019 წლის 1 ოქტომბერი.
12. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;
13. სახელმძღვანელოები გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;
14. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით  თამარ დოლბაია – კომისიის თავჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი;  თეონა მატარაძე – კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში;  რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;  ვალერიან მელიქიძე – ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში;  ალექსანდრე კუხიანიძე – პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება  ნანა ტალახაძე – ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება  ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
15. დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.
16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

სრულად

ბრძანების N: 2/30

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების ვადების და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების ვადების და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:

დამტკიცდეს 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების გრაფიკი:

სადოქტორო სემინარები:

კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 7 თებერვალი, 12:00 სთ

კულტურის და მედიის სოციოლოგია - 8 თებერვალი, 10:00 სთ

სოციოლოგია - 8 თებერვალი, 11:00 სთ

ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 10 თებერვალი, 17:00 სთ

პოლიტიკის მეცნიერება - 11 თებერვალი, 11:00 სთ

საზოგადოებრივი გეოგრაფია - 7 თებერვალი, 12:00 სთ

მასობრივი კომუნიკაცია - 8 თებერვალი, 11:00 სთ

საერთაშორისო ურთიერთობები - 7 თებერვალი, 12:00 სთ

სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:

კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 7 თებერვალი, 14:00 სთ

სოციოლოგია - 8 თებერვალი, 13:00 სთ

ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 10 თებერვალი, 18:00 სთ

პოლიტიკის მეცნიერება - 11 თებერვალი, 12:00 სთ

საზოგადოებრივი გეოგრაფია - 7 თებერვალი, 13:00 სთ

მასობრივი კომუნიკაცია - 8 თებერვალი, 12:00 სთ

საერთაშორისო ურთიერთობები - 7 თებერვალი, 13:00 სთ

ურბანისტიკა - 7 თებერვალი, 15:00 სთ

დემოგრაფია - 11 თებერვალი 14:00 სთ

2. დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამებზე სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვის კომისიების შემადგენლობა:

 საზოგადოებრივი გეოგრაფია

სალუქვაძე იოსებ - კომისიის თავმჯდომარე

გოგსაძე გიორგი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

პავლიაშვილი ნინო - კომისიის მდივანი

დოლბაია თამარ

იაშვილი ია

კონფლიქტების ანალიზი და მართვა

ჯორბენაძე რევაზ - კომისიის თავმჯდომარე

აბაშიძე ზურაბ- კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მაისაია ვახტანგ - კომისიის მდივანი

მაღრაძე გუგული

მატარაძე თეონა

მასობრივი კომუნიკაცია

ჭალაგანიძე ნინო - კომისიის თავმჯდომარე

წერეთელი მარი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

მაისაშვილი ხათუნა - კომისიის მდივანი

კუპრაშვილი ნათია

შამილიშვილი მანანა

სოციოლოგია

კაჭკაჭიშვილი იაგო - კომისიის თავმჯდომარე

ბერძენიშვილი ამირან - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დიაკონიძე ანა- კომისიის მდივანი

წულაძე ლია

ქეცბაია კახა

ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება

ბელქანია ნოდარ - კომისიის თავმჯდომარე

ჯორბენაძე რევაზ - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ოსეფაშვილი დალი - კომისიის მდივანი

ბერძენიშვილი ამირან

სარჯველაძე ნოდარ

პოლიტიკის მეცნიერება

კუხიანიძე ალექსანდრე - კომისიის თავმჯდომარე

დუნდუა სალომე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ქარაია თამარ - კომისიის მდივანი

მაცაბერიძე მალხაზ

აბაშიძე ზვიად

დემოგრაფია

ლორთქიფანიძე ვაჟა - კომისიის თავმჯდომარე

მელაძე გია - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

სახვაძე ანზორ - კომისიის მდივანი

გოგსაძე გიორგი

მელიქიძე ვალერიან

საერთაშორისო ურთიერთობები

თურმანიძე თორნიკე - კომისიის თავმჯდომარე

დავითაშვილი ზურაბ- კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ასანიშვილი ფიქრია - კომისიის მდივანი

აკობია ეკა

მაცაბერიძე დავით

კულტურის და მედიის სოციოლოგია

წულაძე ლია - კომისიის თავმჯდომარე

ბერძენიშვილი ამირან - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ესებუა ფლორა - კომისიის მდივანი

დიაკონიძე ანა

ქეცბაია კახა

ურბანისტიკა

სალუქვაძე იოსებ - კომისიის თავმჯდომარე

თამარ დოლბაია - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ჩხაიძე ვლადიმერ - კომისიის მდივანი

გოგსაძე გიორგი

ვალერიან მელიქიძე

3. სასემინარო ნაშრომებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვა განხორციელდეს ZOOM პლატფორმის მეშვეობით. დოქტორანტმა თავად უნდა უზრუნველყოს დაცვისათვის ტექნიკური მზადყოფნა;

4. სასემინარო ნაშრომები და სამეცნიერო კვლევითი პროექტები უნდა აიტვირთოს 26 იანვრიდან, 2 თებერვლის 17:00 საათამდე https://e-learning.tsu.ge/-ზე;

5. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა შეამოწმოს ნაშრომის ორიგინალობა და პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს ნაშრომის დაცვის კომისიას;

6. ნაშრომებში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში დაცვის კომისია:

ა) არ დაუშვებს დოქტორანტს დაცვაზე და მისცემს რეკომენდაციას ნაშრომის გადამუშავების შესახებ;

ბ) საკითხს განსახილველად გადასცემს თსუ-ის ეთიკის საბჭოს.

7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერსებულ პირთათვის;

8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 37/30