eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესტონელი პარტნიორის ვიზიტი: თსუ-სა და ვალგამას პროფესიული განათლების ცენტრებს შორის თანამშრომლობა გრძელდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის ვალგამას პროფესიული განათლების ცენტრები  ლოგისტიკის მიმართულებით ერთობლივად მოახდენენ სტუდენტური პრაქტიკების ორგანიზებას.

ამის შესახებ შეთანხმებას თსუ და ვალგამას პროფესიული განათლების ცენტრების ხელმძღვანელების ლევან წიქარიძის და  მარგუს ოჯაოცის შეხვედრაზე მიაღწიეს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ერთობლივი საერთაშორისო ინიციატივების შემუშავების თაობაზე.

 

ესტონეთის ვალგამას პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ქუთაისში ადმინისტრაციულ პერსონალთან, ლოგისტიკის მიმართულებით პროგრამების ხელმძღვანელებთან და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ქართულმა მხარემ მიიღო მიწვევა ესტონეთში, სადაც ესტონელი კოლეგები  თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლებს საკუთარ საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ესტონეთის ვალგამას პროფესიული განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2025 წლის 22 მაისს გაფორმდა.

თარიღი: 01/06/2026