საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

>პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა<

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 2020 წლის 26-31 იანვარს განხორციელდა სამუშაო ვიზიტი ესტონეთის „Ida-Virumaa kutsehariduskeskus” პროფესიული განათლების ცენტრში, რომელიც აერთიანებს სამი ქალაქის („Sillamäe, Jõhvi, Narva-Jõesuu) პროფესიული განათლების სკოლებს. იგი ესტონეთში ყველაზე დიდია სტუდენტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების რაოდენობის მიმართულებით.


ასევე, შეხვედრა გაიმართა „Tartu Kutsehariduskeskus” ტარტუს პროფესიული განათლების ცენტრში, რომელსაც ესტონეთში ყველაზე დიდი ხნის გამოცდილება აქვს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და გაცვლითი პროგრამების განხორცილების საქმეში.


ზემოთხსენებული პროფესიული განათლების ცენტრებში ვიზიტის მიზანი იყო მათი ინფრასტრუქტურის, სასწავლო პროცესის ორგანიზების, სასწავლო პროცესის ელექტრონული მართვის სისტემების, საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა.


მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამების პროექტების შექმნის, სასაწავლო პროცესის ორგანიზების ელექტრონული მართვის სისტემის შესამუშავებლად ესტონეთის გამოცდილების გაზიარების და მასწავლებლების გადამზადების მიმართულებით. აქვე დაიგეგმა ესტონელი კოლეგების საპასუხო ვიზიტი თსუ-ში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გასაფორმებლად მიმდინარე წლის გაზაფხულის ბოლოს.


აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლევან წიქარიძე და ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი მარიამ გოგოჭური.

თარიღი: 02/02/2020