
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება
პროგრამის ხელმძღვანელები
მარინე ჩიტაშვილი, პროფესორი
ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი
ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული

სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ფსიქოლოგიის, სოციალური სამუშაოს და ოკუპაციური თერაპიის (შესაძლებელია სხვა ფსიქოლოგიასთან ახლოს მდგომი დისციპლინების) სპეციალობის ბაკალავრებისა და ან 5 წლიანი დიპლომირებული სპეციალისტებისათვის, რომელთა მიზანია დაეუფლონ ფსიქოლოგიური შეფასების და კონსულტირების საქმიანობას. პროგრამის მიზანია მოამზადოს პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელსაც მონაცემებზე და კვლევაზე დაყრდნობით შეუძლია განახორციელოს ფსიქოლოგიური შეფასება და მოზრდილთა ფსიქოლოგიური კონსულტაცია. პროგრამა აქცენტს აკეთებს კონსულტანტი-კლინეტისათვის საჭირო როგორც სამეცნიერო და გამოყენებითი მასალის ათვისებაზე, ვერბალური და არავერბალური უნარების განვითარებაზე და სწავლება მიმდინარეობს, როგორც თეორიული, ასევე გამოცდილებითი (კლინიკური პრაქტიკა სუპერვიზიით) სწავლების გზით. პროგრამის დასრულებისათვის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა აუცილებელია.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრების იქნებიან მომზადებული პროფესიულ დონეზე განახორციელონ ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება, შექმნან საკვლევი მეთოდიკა კონკრეტული სიტუაციისათვის, ჩაატარონ ინტერვიუ, დაწერონ ანგარიში და შეადგინონ კლიენტის დოსიე, დაგეგმონ ფსიქოლოგიური ინტერვენცია და იმუშაონ, როგორც ეთიკურმა და კომპეტენტურმა პროფესიონალებმა. მაგისტრის ხარისხის მქონეს ექნება ფსიქოლოგიური კვლევისა და შეფასების, საქმის წარმოების და მენეჯმენტის აუცილებელი უნარები.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეეძლება იმუშაოს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ორიენტირებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის, რეაბილიტაციის, სადიაგნოსტიკო და საექსპერტო ფსიქოლოგიური შეფასების, პერსონალის შერჩევის, რისკ-ჯგუფების და დაუცველი მოსახლეობისათვის პროფესიული დახმარების გაწევაზე.

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვებისათვის აუცილებელია უმაღლესი განათლების დიპლომი შესაბამისი აკადემიური ხარისხით (ბაკალავრი ან 5 წლიანი დიპლომირებული სპეციალისტი) ფსიქოლოგიაში, სოციალურ მუშაობაში, ოკუპაციურ თერაპიაში, ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე. მაძიებელმა უნდა ჩააბაროს გამოცდა სპეციალობაში (ფსიქოლოგია), წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი სერტიფიკატი და ან ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა თსუ უცხო ენების ცენტრში, წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი და გაიაროს გასაუბრება.

ცოდნა და გაცნობიერება
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს ექნება დარგის ღრმა და სისტემური ცოდნა. თეორიულ ცოდნასთან ერთად კურსდამთავრებული დაეუფლება ფსიქოლოგის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიული ეთიკის ნორმებს;ეცოდინება, როგორ მოიპოვოს, დაამუშავოს, გაავრცელოს და შეინახოს აკადემიური ინფორმაცია, როგორ იმუშაოს წყაროებთან და მონაცემთა ბაზებთან; მაგისტრს ექნება საკმარისი კომპეტენცია, იმისათვის, რომ პროგრამის დასრულებისთანავე სრულფასოვნად ჩაერთოს სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომელიც არიან დაკავშირებული ფსიქოლოგიური დახმარებისა და რეაბილიტაციის პრობლემებთან, პერსონალის შეფასებასთან, კრიზისულ ინტერვენციებთან და ქცევის დარღვევების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენის სერვისებთან აწარმოოს და განახორციელოს ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების სრული ციკლი; გაცნობილი და ათვისებული ექნება ფსიქოლოგიური ინტერვენციების საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტები. შეეძლება ზუსტად გამოადიფერენციროს საკუთარი კომპეტენციის სფერო და ადამიანს მისცეს მიმართულება მისთვის შემდგომი სერვისის მოძებნაში.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება / პრაქტიკული უნარები
ლოგიკური არგუმენტაცია და სწორი ანალიზი, კრიტიკულ სიტუაციების რაციონალურად დაშლისა და შეფასების უნარი. კონსულტირების ტექნკები მინიმუმ სამი მიმართულებით - ფსიქოდინამიკური, ქცევითი და კოგნიტური.ფსიქოლოგიური ინტერვენციის დაგეგმვის, განხორციელების, შეფასებისა და მონიტორინგის უნარი.
კვლევითი უნარები: შეფასებისა და დიაგნოსტირების, ასევე კონსულტირებისას პრობლემური სიტუაციის შეფასებისა და გაანალიზებისათვის დამოუკიდებლად კვლევის დაგეგმვა, ჩატარება, გაანალიზება და სარეკომენდაციო პაკეტის შემუშავება.
ზოგადი / ტრანსფერული უნარები
აკადემიური წერის და პრეზენტაციის უნარი;სამუშაოს დროში ადექვატურად დაგეგმვის, განხორცილებისა და ორგაზიზაციის უნარი; ინფორმაციების მოძიების, გადამოწმებისა და მომზადების უნარი;
ინფორმაციის წყაროთა განსაზღვრის უნარი; კლიენტთან კორექტული და ეთიკური ურთიერთობების დამყარების უნარი; არგუმენტების დამარწმუნებლად ფორმულირება და მათი ეფექტურად გამოხატვა, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად ან სხვა fორმებით; საგრანტო ან სატენდერო ფორმატის, მოცულობისა და დედლაინის გათვალისწინებით მასალათა მომზადების უნარი.
კომუნიკაციის უნარი:
დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის შედეგების პრეზენტაციიის უნარი აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან. კლიენტთან და კრიზისულ სიტუაციებში კონტაქტის დამყარების და ინტერვენციის სწრაფი დაგეგმვის და განხორციელების უნარი
დასკვნის უნარი
რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, განზოგადებისა და სინთეზის უნარი;
სწავლის უნარი
სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვის მაღალი დონე; ცოდნის განახლებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენების მზაობა.
ღირებულებები:
დაიცვას და ყველაზე მაღლა დააყენოს ადამიანის უფლებებების დაცვა პროფესიულ საქმიანობაში, დაიცვას ეთიკური ნორმები და საერთაშორისო სტადნარტი ადამიანთან კვლევის ჩატარებისას; იმუშაოს ეთიკურმა და პასუხისმგებელმა პროფესიონალმა პროფესიულ გარემოში.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეეძლება იმუშაოს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ორიენტირებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის, რეაბილიტაციის, სადიაგნოსტიკო და საექსპერტო ფსიქოლოგიური შეფასების, პერსონალის შერჩევის, რისკ-ჯგუფების და დაუცველი მოსახლეობისათვის პროფესიული დახმარების გაწევაზე.