
საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ტელე-კინო ხელოვნება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მერაბ კოკოჩაშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი

პროგრამის მიზანი
ქართული კინემატოგრაფიის მრავალწლიანი ტრადიციებისა და კინოს სფეროში მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, კინო–ტელე ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს კომპლექსურად შეასწავლოს აუდიოვიზუალური ხელოვნების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, გააცნოს კინემატოგრაფიის ისტორია და მისი მნიშვნელობა ხელოვნების განვითარების ისტორიაში. ხელი შეუწყოს შემოქმედებითი მოღვაწეობის განვითარებას და აუდიო–ვიზუალური ფორმით გადმოცემას; შეასწავლოს კინო–ტელე დრამატურგიის ძირითადი პრინციპები, რეჟისურისა და ოპერატორის ხელოვნების საფუძვლები; სრულ და მოკლემეტრაჟიან მხატვრულ, დოკუმენტურ, სატელევიზიო და სხვადასხვა ჟანრის ფილმზე მუშაობის სპეციფიკა; კინოგაქირავებასთან და პროდუსინგთან დაკავშირებული საკითხები;
პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი სპეციალისტის ჩამოყალიბება. კინო–ტელე ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს ისეთი სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება როგორც ზოგადად ჰუმანიტარული, ისე ვიწრო დარგობრივი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და ზოგადი კომპეტენციები, რომლებიც უზრუნველყოფს მის დასაქმებას კინოხელოვნების, მედიის და სხვა მომიჯნავე სფეროებში შემოქმედებით ჯგუფებში და ადმინისტრაციულ პოზიციებზე.

სწავლის შედეგები
ცოდნა-გაცნობიერება: კინო–ტელე ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული სასწავლო დისციპლინების მასალის ათვისების საფუძველზე კურსდამთავრებულს აქვს კინო–ტელე ხელოვნების დარგობრივი სფეროს ფართო და კომპლექსური ცოდნა. კერძოდ, ის ფლობს კინო-ტელე რეჟისურის ძირითად პრინციპებს, კონცეფციებსა და მეთოდებს; ტელეჟურნალისტიკის საფუძვლებს; მხატვრული ნაწარმოების აგების სპეციფიკას; ფირზე ასახული აუდიოვიზუალური ხელოვნების შექმნისთვის აუცილებელ საფუძვლებს; საპროდიუსერო საქმის ძირითად პრინციპებსა და მეთოდებს; კინოინდუსტრიასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, რომელიც აუცილებელია კინო-ტელე რეჟისურაში საქმიანობისათვის. კურსდამთავრებული ასევე ფლობს ზოგადჰუმანიტარულ კომპეტენციებს, ფაქტებსა და მოვლენებს აღიქვამს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ კონტექსტში; ფლობს ფლობს რომელიმე ევროპულ ენას და ერთ–ერთი კლასიკური ან აღმოსავლური ენის საბაზისო დონეს.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: კინო–ტელე ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ზოგადად აუდი–ვიზუალურ ხელოვნებაში და კერძოდ, რეჟისურისა და ოპერატორის დარგობრივ სფეროში კომპლექსური პრობლემების ამოცნობა/იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა. ხელოვნების სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების გამოყენებით წყაროების დამუშავება და პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. პროგრამით მიღებული შესაბამისი ჰუმანიტარული ცოდნის საფუძველზე ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი; მინიმალური დახმარების პირობებში აუდიოვიზუალური ნაწარმოების (რეკლამა, კლიპი, საინფორმაციო სიუჟეტი, ეტიუდი) შექმნის, პერსონაჟთან მუშაობის; დიალოგის აგების; კადრირების და კადრის კომპოზიციის აგების; მონტაჟითა და აუდიორიგით ტემპორიტმის შექმნის; რეპორტაჟის დაგეგმვისა და გადაღების; ტელეწამყვანთან მუშაობის; დუბლირებისა და სუბტიტრების დადების; ტელე-კინო პროდუქციის შექმნისას შესაბამისი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი; ფილმის წარმოებისათვის მუშაობის პროცესში საჭირო რესურსების – მოწყობილობის, აპარატურის, ტექნიკური საშუალებებისა და მათი სათადარიგო ნაწილების უზრუნველყოფისა და გამოყენების, ჯგუფის გამოცდილ და პროფესიონალ წევრებთან/ხელმძღვანელთან კონსულტირების უნარი; ერთ–ერთი ევროპული ენის ცოდნის გამოყენება აკადემიური მიზნებისთვის.
დასკვნის უნარი: კინო–ტელე ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების ანალიზი დარგობრივი სფეროსათვის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტებით დასაბუთება როგორც წერილობით, ასევე აუდიოვიზუალური ნაწარმოების მეშვეობით;
კურსდამთავრებულს აქვს შესაბამისი ლიტერატურის შესწავლის, ფილმების შემადგენელ ნაწილებად დაშლის და შემოქმედებითი ანალიზის, თანამედროვე ტექნოლოგიის შესწავლის და პრქტიკულად გამოყენების შედეგად საკუთარი თვალსაზრისის ჩამოყალიბების უნარი. მის მიერ შექმნილ შემოქმედებით-საწარმოო პროექტში მჟღავნდება დროის ორგანიზებისა და პრიორიტეტების გამოკვეთის უნარი;
კომუნიკაციის უნარი: კურსდამთავრებულს შეუძლია დისკუსიაში პროფესიულ დონეზე მონაწილეობა და ფილმის პროექტის დეტალური წერილობითი ანგარიში მომზადება. მას შეუძლია ასევე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება, მათ შორის დარგობრივ სფეროში; შეუძლია აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარება აუდიო–ვიზუალური ნაწარმოების მეშვეობით; შეუძლია შემოქმედებით ჯგუფთან ეფექტურად მუშაობა, კომუნიკაცია პროდიუსერთან და დისტრიბუტორთან ფილმის მაყურებლებთან მიტანის მიზნით. აქვს საპროდიუსერო საქმიანობის განხორციელების უნარი.
სწავლის უნარი: აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია სამუშაოს დაწყებამდე სამუშაოს შესრულების გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მას ესმის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა; შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით; საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა.
ღირებულებები: არჩევანის, დაკვირვების, თემის და იდეის ჩამოყალიბების, კინემატოგრაფიული სახის პოვნის შედეგად კურსდამთავრებული აყალიბებს და ამკვიდრებს საკუთარ ღირებულებებს. აქვს უნარი პოპულარიზაცია გაუწიოს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს. იცნობს პროფესიულ ეთიკას.

დასაქმების სფეროები
კურსდამთავრებული შესაძლებელია დასაქმდეს როგორც რეჟისორის ასისტენტი ტელევიზიასა და კინოსტუდიაში. ასევე დასაქმდეს ბეჭდური თუ ელექტრონული მედიის, ხელოვნებისმცოდნეობისა და კინომცოდნეობის სფეროში. დასაქმდეს სარეკლამო სააგენტოებში, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახლმწიფო სტრუქტურებში სადაც არის მოთხოვნა აღნიშნული დარგის სპეციალისტზე. კინო–ტელე ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს ისეთი სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება როგორც ზოგადად ჰუმანიტარული, ისე ვიწრო დარგობრივი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და ზოგადი კომპეტენციები, რომლებიც უზრუნველყოფს მის დასაქმებას კინოხელოვნების, მედიის და სხვა მომიჯნავე სფეროებში შემოქმედებით ჯგუფებში და ადმინისტრაციულ პოზიციებზე.