საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კულტურული ვორკშოპი - "ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენა" 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი მესტიაში აწყობს საერთაშორისო კულტურულ ვორკშოპს - "ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენა". აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის წარმომადგენლები, საერთაშორისო კულტურული ვორკშოპის მონაწილეები ესწრებოდნენ. 

 

 

ვორკშოპში მონაწილეობას იღებს თორმეტი ახალგაზრდა და ოთხი უფროსი ქართველი და უცხოელი მკვლევარი მსოფლიოს თორმეტი უნივერსიტეტიდან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), აპოლონ ქუთათელაძის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (საქართველო), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), პენსილვანიის უნივერსიტეტი (აშშ), მიჩიგანის უნივერსიტეტი (აშშ), რატგერსის უნივერსიტეტი (აშშ), ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), სირაკუზის უნივერსიტეტი (აშშ), ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტი (გაერთიანებული სამეფო), იაგელონის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმანია).

 

ათდღიან საერთაშორისო ვორკშოპში მონაწილეობით ახალგაზრდა მკვლევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოინახულონ ზემო სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მონაწილეობა მიიღონ საველე-კვლევით სამუშაოებში და ჩაერთონ სამეცნიერო დისკუსიაში. ყოველივე ეს საუკეთესო წინაპირობაა არამარტო ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის შესაცნობად, არამედ პროფესიული ურთიერთობების დამყარებისა და მისი შემდგომი გაღრმავებისთვის.

 

საერთაშორისო კულტურული ვორკშოპის პარტნიორია სირაკუზის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯი, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რატგერსის ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ვორკშოპი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

თარიღი: 25/07/2024