საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინტელექტუალური თამაში „შეძელი და გამოიცანი“  

12 დეკემბრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზში იწყება ინტელექტუალური თამაში - ,,შეძელი და გამოიცანი’’.


მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს. თამაშის ძირითადი თემატიკა შეეხება ქართულ და უცხოურ ლიტერატურას. სამკითხველო დარბაზში ყოველ დილით შვიდი დღის განმავლობაში განთავსდება თითო მინიშნება, ხოლო დღის მეორე ნახევარში გასაჯაროვდება აღნიშნული მინიშნების ბუნდოვანი, ე. წ. დაბლარული ფოტო-სურათი,  რაც გაამარტივებს კითხვის გამოცნობას, რომელიც თამაშის მონაწილემ ბიბლიოთეკის სივრცეში უნდა მოიძიოს. ნაპოვნი წიგნის ბოლო გვერდზე უნდა ამოიკითხოს მინიშნება - ასო-ბგერა და დაიმახსოვროს.  საბოლოოდ მათი  შეგროვებით მიიღებენ კონკრეტულ სიტყვას, რომელიც წარმოადგენს თამაშის საბოლოო  ადგილმდებარეობას.
 

თამაშს ეყოლება სამი გამარჯვებული: I, II და III ადგილზე გასული მკითხველები. გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 22 დეკემბერს, 13:00 საათზე თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სამკითხველო დარბაზში. 
 

გამარჯვებულებს გადაეცემათ საინტერესო საჩუქრები, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისგან, ასევე სხვადასხვა გამომცემლობებისგან.

 

 

თარიღი: 09/12/2022