eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა I ტომის პრეზენტაცია

თსუ-ში ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა I ტომის პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა მომზადებულია თსუ-ის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თანამშრომლობით.

პირველი ტომი 968 გვერდიანია და მოიცავს სამ მნიშვნელოვან ნაშრომს: „მამულიშვილობა და მეცნიერება“, „ძველი ქართული საისტორიო მწერლობა“ და „ძველი სომხური საისტორიო მწერლობა“.

ახალი გამოცემა უნიკალურია - მკითხველი პირველად მიიღებს ივანე ჯავახიშვილის სრულ აკადემიურ კრებულს, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მის სამეცნიერო შრომებს, არამედ საარქივო მასალებსა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტებს. გამოცემა დაისტამბება ავტორისეული სტრუქტურით, რაც აქამდე არ მომხდარა. 

კრებულის სარედაქციო საბჭოს ხელმძღვანელობს როინ მეტრეველი, მისი მოადგილეები არიან ჯაბა სამუშია და ზაზა აბაშიძე. სარედაქციო-ტექსტოლოგიურ კომისიას ხელმძღვანელობს დავით სართანია, ხოლო I ტომში შესული ნაშრომების რედაქტორები არიან ზაზა აბაშიძე, გონელი არახამია და ნათია ჩანტლაძე.

დაგეგმილია, რომ ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებული ავტორისეული სტრუქტურით 20 ტომად გამოიცეს. წლის ბოლოსთვის კი მეორე ტომის გამოცემა იგეგმება, რომელიც მოიცავს ნაშრომებს ქართული დამწერლობის, დიპლომატიკისა და ნუმიზმატიკა-მეტროლოგიის შესახებ.

თარიღი: 21/04/2026