საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის 22-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

2021 წლის 20-22 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია გამართავს ამერიკისმცოდნეობის 22-ე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას. 2021 წლის კონფერენცია ეძღვნება შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 245-ე წლისთავს.

 

ამერიკისმცოდნეობის კონფერენციას ტრადიციულად მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტისა და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის მიზანია, ამერიკისმცოდნეობის დისციპლინის ფარგლებში, მაქსიმალურად ფართო სპექტრის მოხსენებების თავმოყრა. თემატიკა, ტრადიციულად, ფართოა: ისტორია, პოლიტიკა, განათლება, რელიგია, არქიტექტურა, ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, მასმედია, სამართალი, ეკონომიკა, სოციალური და ქალთა საკითხები, მეცნიერება და ტექნოლოგია და ა.შ საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება მრავალფეროვანი თემატიკის მოხსენებებს.


კონფერენციის ფორმატი გულისხმობს სხვადასხვა დარგობრივ სექციაში მუშაობასა და სადისკუსიო გარემოს შექმნას. წელს კონფერენცია ჩატარდება ზუმის ფლატფორმის გამოყენებით.

 

თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია კონფერენციაზე წარმოდგენილ გამორჩეულ მოხსენებებს ბეჭდავს პერიოდულ გამოცემაში ,,ამერიკის შესწავლის საკითხები“.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://forms.gle/ghNbjPm8PNcCcLdS6

 
მნიშვნელოვანი თარიღები
განაცხადის წარდგენის ბოლო დღე: 2021 წლის 2 მაისი
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2021 წლის 20-22 მაისი

 

იმ შემთხვევაში, თუკი მომხსენებელი ვერ ახერხებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას, მან ამის შესახებ საორგანიზაციო კომიტეტს უნდა აცნობოს არაუგვიანეს 2021 წლის 5 მაისისა, რათა შესაძლებელი იყოს კონფერენციის პროგრამაში ცვლილებების შეტანა.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: geoamstud.conference@gmail.com
 

თარიღი: 26/04/2021