eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რეგისტრაცია საველე ბანაკის სამხედრო კურსზე

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის მოხალისესთან თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროგრამაში „მოხალისე“.

 რეგისტრაცია: 15–25 აპრილი
 მონაწილეობის მსურველებთან გასაუბრება: 28–29 აპრილი
 შედეგების გამოცხადება: 2 მაისი
 ბანაკის ხანგრძლივობა 3 დღე

 ადგილმდებარეობა: დიდი ლილოს მიმდებარე საბანაკე ტერიტორია

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები გაივლიან საველე ბანაკის სამხედრო კურსს, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს.
 კურსის ძირითადი მიმართულებები:

სამწყობრო მომზადება და სამხედო საბანაკე აღჭურვილობის გაცნობა;

პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი;

ბანაკის მოწყობა და შენიღბვა;

თვითგადარჩენის ტექნიკები (ცეცხლის, წყლისა და საკვების მოპოვება);

ნავიგაცია (რუკა, კომპასი, აზიმუტით მოძრაობა).

 პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეებში პრაქტიკული უნარების განვითარებას, გუნდური მუშაობის გაძლიერებასა და ექსტრემალურ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარის დახვეწას.

 

 დამატებითი ინფორმაცია:

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს;

მონაწილეებს უზრუნველყოფილი ექნებათ სამხედრო ფორმა;

აუცილებელია ინდივიდუალური აღჭურვილობის ქონა (საწვიმარი, ფანარი, ჰიგიენის ნივთები და სხვა);

მონაწილეობა უფასოა.

 

 ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა - https://forms.gle/WtVPBvqgvM7ZSR6HA

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

თარიღი: 17/04/2026