საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უზბეკეთის მსოფლიო ენათა უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია უზბეკეთის მსოფლიო ენათა უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის, პროფესორის ილხომჯონ ტუხტასინოვის ხელმძღვანელობით. შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ რექტორის მოადგილეები: ნინო გვენეტაძე, ერეკლე ასტახიშვილი, კახაბერ ჭეიშვილი.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას და დაიგეგმა ერთობლივი აკადემიური აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ენის სწავლების საკითხს უზბეკეთის მსოფლიო ენათა უნივერსიტეტში.

მხარეებმა ასევე განიხილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობას და საერთაშორისო თანამშრომლობას.

თარიღი: 01/04/2026