სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა მიღება 2026-2027 ს/წ (ბრძანება N261/01-01; 13.08.2026)
იმ პირთათვის, რომლებმაც 2025-2026 სასწავლო წელს დაასრულეს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, დოკუმენტების მიღების ვადაა - 18 - 27 აგვისტო.
დოკუმენტაციის მიღება მოხდება მატერიალურად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, კანცელარია, ოთახი N114.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (18 -27 აგვისტო) - დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;
ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ)სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებას;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საგამნათლებლო პროგრამაზე სწვლის უფლების მოპოვების შემდგომ, შესაბამის ფაკულტეტზე 7-14 სექტემბერს მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ)ორი ცალი ფოტოსურათი (3X4);
დ)სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე)უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).