საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სემინარი ქართული ენის სალიტერატურო ნორმებზე თსუ-ში

ქართული სალიტერატურო ენის ახალი და განახლებული ნორმები, სხვადასხვა ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები და სხვადასხვა სახის კონვერტორები განიხილეს თსუ-ში გამართულ სემინარზე, რომლებიც სახელმწიფო ენის დეპარტამენტში მომზადდა.

კონვერტორები მომხმარებელს ხელს შეუწყობს ქართულ და უცხოენოვან ადამიანთა და გეოგრაფიული სახელების სწორად გამოყენებასა და მართებული ფორმების შერჩევაში. აგრეთვე, გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებასა და აზრის ნათლად ჩამოყალიბებაში. სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აგრეთვე მისი სსიპებისა და აიპების წარმომადგენლებთან გამართა სემინარი, რომელის მიზანი იყო დამსწრეებისათვის საქმიანი მიმოწერისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორად და სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით წარმართვის სწავლება.

თარიღი: 03/04/2026