საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამუშაო სემინარი - ენობრივი აქტივიზმი და ენობრივი მემკვიდრეობა

 სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი „საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი“  ციფრული ჰუმანიტარიის სამეცნიერო ფესტივალ „საკვანძო სიტყვის“ ფარგლებში ატარებს სამუშაო სემინარს: ენობრივი აქტივიზმი და ენობრივი მემკვიდრეობა.

 

სემინარის მონაწილეები იმუშავებენ  ქართულ ენობრივ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ  არაერთ აქტუალური საკითხზე, როგორიცაა  ქართული ენის დიალექტების ისტორიული ეთნოგეოგრაფიული საზღვრები, მიგრაცია და ენა; მე-20 საუკუნის მიგრაციები და ქართული ენობრივი სივრცის ახალი რუკა, დოკუმენტური ლინგვისტიკა პრაქტიკაში, საფრთხეში მყოფი ენები საქართველოში, ენათა დოკუმენტირება,  საველე მუშაობის ეთიკა; მეტყველების დოკუმენტირების ეტაპები. 

 

პრაქტიკული სამუშაოს ფარგლებში დაგეგმილია იმიტირებული ექსპედიცია და შეხვედრა ფერეიდნელ ენობრივ აქტივისტებთან.

სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის, ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის, სოციალური მეცნიერებების, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა  და ისტორიის მიმართულების სტუდენტებსა და მაგისტრანტებს (აგრეთვე სხვა მოხალისეებს).

        სემინარი ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზში.( უნივერსიტეტის N4)

 

 სამუშაო სემინარის შეჯამება, პრეზენტაციები და სერტიფიკატების გადაცემა 4 ივნისს, თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სამეცნიერო ფესტივალ "საკვანძო სიტყვის" ფინალურ დღეს.

 

  მხარდამჭერები:

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი

თსუ ბიბლიოთეკა

 

რეგისტრაცია:

რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ 12 მაისამდე ელექტრონულ მისამართზე:  

digitalinguisticfest@gmail.com

მიუთითეთ: სახელი, გვარი, უნივერსიტეტი (ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობთ), სტატუსი, საკონტაქტო ინფორმაცია.

იხილეთ დღის წესრიგი.

თარიღი: 06/05/2026