eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საველე პრაქტიკა „ანტიკურობის ნაკვალევზე საქართველოში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის თანამშრომლობით, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ჩატარდა საველე პრაქტიკა „ანტიკურობის ნაკვალევზე საქართველოში“.

პრაქტიკაში მონაწილეობდნენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები, ასევე უცხოელი სტუდენტები იტალიიდან, ბრაზილიიდან და გერმანიიდან. მონაწილეებმა მოისმინეს ლექციები ბერძნულ-რომაული ეპიგრაფიკის შესახებ, იმუშავეს არქეოლოგიურ კომპლექსზე, წარმოადგინეს პრეზენტაციები და მონაწილეობა მიიღეს ფოტოკონკურსში.

გამარჯვებულებად დასახელდნენ გიორგი ჟუჟუნაშვილი, ალექსანდრე თავბერიძე და გაბრიელ ბასილიო, ხოლო სპეციალური აღნიშვნა მიიღო თამარ რჩეულიშვილის ვიდეოკლიპმა. სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები, ECTS კრედიტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორენოვანი გამოცემა „ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ფრაგმენტებით გაცოცხლებული ისტორია“.

პრაქტიკას წარმართავდნენ ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი ტასილო შმიტი (გერმანია), საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნინო ლორთქიფანიძე, თსუ ასოცირებული პროფესორი, კლასიკური და ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ირინე დარჩია.

#თსუ

#TSU

See less

თარიღი: 27/07/2026