თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს სასწავლო პრაქტიკა რეალურ სამუშაო გარემოში გაიარონ და მიღებული აკადემიური ცოდნა პრაქტიკაში განიმტკიცონ.
ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ინიციატივა გააძლიერებს განათლების სისტემასა და საჯარო სერვისებს შორის კავშირს, სტუდენტებს მისცემს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში პროფესიული განვითარების თანაბარ ხელმისაწვდომობასა და დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებას.