საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია დაზღვევის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისმა სამსახურებმა, ფაკულტეტების დეკანებთან და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით, სადაზღვევო ბაზრის მოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე, თსუ - სთან თანამშრომლობის მიზნით წარმოდგენილი საუკეთესო შეთავაზებისა და ბაზარზე არსებული რეპუტაციის გათვალისწინებით შეარჩია სადაზღვევო კომპანია ,,არდი“.


კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობები, პაკეტები და პროვაიდერების ჩამონათვალი თან ახლავს წერილს. გთხოვთ, გაეცნოთ ყურადღებით.


იმ თანამშრომლების საყურადღებოდ, ვინც გასულ წელს დაზღვეული იყო თსუ ბიუჯეტიდან:


კომპანია არდში დასაზღვევად საჭიროა თქვენი წერილობითი თანხმობა. იმისათვის, რომ მომსახურება მიიღოთ პირველი თებერვლიდან, საჭიროა ხელმოწერის დაფიქსირება თქვენს სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, დეპარტამენტი, სამსახური) არაუგვიანეს 2023 წლის 26 იანვრისა. იმ თანამშრომლებს, რომლებიც წერილობით დააფიქსირებენ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში დაზღვევის სურვილს, სახელფასო ანგარიშზე დაერიცხებათ საბაზისო პაკეტის ღირებულების შესაბამისი თანხა - 55 ლარი, რომლის სადაზღვევო კომპანიისთვის გადარიცხვა მოხდება ავტომატურად თსუ საფინანსო დეპარტამენტის მიერ.
 

პერსონალის ის ნაწილი, ვინც გასულ წელს არ იყო დაზღვეული თსუ ბიუჯეტით, წელსაც შეუძლია დაეზღვიოს პირადი ხარჯით.
 

განცხადებები პირადი ხარჯით დაზღვევის, ოჯახის წევრების დაზღვევის (დეტალური ინფორმაცია ოჯახის წევრების დაზღვევის პირობების შესახებ იხილეთ დანართში) ან/და პაკეტის გაუმჯობესების შესახებ მიიღება თსუ კანცელარიაში (როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონულად კანცელარიის მეილზე  chancellery@tsu.ge) 2023 წლის პირველი თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით. გაითვალისწინეთ, რომ თანამშრომლებს, რომლებიც ეზღვევიან პირადი ხარჯით და გასულ წელს არ იყვნენ დაზღვეულები არცერთ სადაზღვევო კომპანიაში, შეეხებათ მოცდის პერიოდი გარკვეულ სერვისებზე (იხ. ხელშეკრულება).
 

აქვე გაცნობებთ, რომ არ გეზღუდებათ სადაზღვევო კომპანიის არჩევის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ სხვა კომპანიაში დაზღვევა, თავად უნდა გაარკვიოთ პირობები და მიუთითოთ განცხადებაში სასურველი სადაზღვევო კომპანია, შერჩეული პაკეტი და თანხა.

 

 P.S. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის შემოთავაზება (თანდართული ფაილები). დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ კომპანიის წარმომადგენლებს: ნათია გონჯილაშვილი 598 984542; ელენე არევაძე 579 011919,  ცხელი ხაზი 2 10 10 10. 

 ამასთან, თებერვლის თვეში იგეგმება საინფორმაციო შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებთან. შეხვედრის დამატებითი დეტალები გეცნობებათ მოგვიანებით.

 დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4, დანართი 5, დანართი 6, დანართი 7, დანართი 8.

 

 განცხადება პირადი ხარჯით დაზღვევის, ოჯახის წევრების დაზღვევის ან/და პაკეტის გაუმჯობესების თაობაზე.

 

 განცხადების ნიმუში

 

შესავსები ფორმა

 

თარიღი: 31/01/2023