თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა თეა გერგედავამ ბოლონიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
Â
შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლონიის უნივერსიტეტის საერთაშორისო მობილობათა ოფისის ხელმძღვანელი პაოლა კანდოტი და ერასმუს+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის ოფიცერი სარა პიერსიჯილი, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოსთან თანამშრომლობას.
Â
მხარეებმა განიხილეს თსუ-სა და ბოლონიის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგები, განსაკუთრებით ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის მიმართულებით განხორციელებული სტუდენტური და აკადემიური გაცვლები, ასევე გრანტების მართვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები.
Â
ხაზი გაესვა, რომ ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა წარმოადგენს თსუ-ს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. აღნიშნული ვიზიტი განიხილება, როგორც ამ პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირების გაძლიერებასა და ხარისხიანი აკადემიური პარტნიორობების განვითარებას.
Â
ბოლონიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ თსუ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად რჩება მათ აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის, ხოლო პროგრამის ფარგლებში თსუ-ში განხორციელებული მობილობიდან დაბრუნებული სტუდენტები განსაკუთრებულად დადებითად აფასებენ თსუ-ში მიღებულ აკადემიურ და კულტურულ გამოცდილებას.