eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კიდევ ერთი სამეცნიერო ჟურნალი ERIH Plus-ის ბაზაში!

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კიდევ ერთი სამეცნიერო ჟურნალი ERIH Plus-ის ბაზაში!

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „TSU-ti“ 2026 წლის ივნისიდან ERIH Plus-ის ბაზაშია ინდექსირებული. 

 

ჟურნალის სახელწოდება (TSU Towards Internationalization) ასახავს მის მთავარ ამოცანას – ხელი შეეწყოს ჰუმანიტარულ დარგებში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების ინტერნაციონალიზაციას. 

 

ჟურნალი ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის საორგანიზაციო ჯგუფის ინიციატივით სიმპოზიუმის ბაზაზე შეიქმნა (იდეის ავტორი და სარედაქციო გუნდის სამეცნიერო ხელმძღვანელი - თსუ ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი).

 

„TSU-ti“  2022 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა ელექტრონული სახით და მის სამიზნე ჯგუფს ჰუმანიტარული და მომიჯნავე პროფილის სპეციალისტები წარმოადგენენ. ჟურნალში ქვეყნდება როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ისე საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში აფილირებულ ახალგაზრდა მკვლევართა შრომები.

 

ERIH PLUS (European Reference Index for the Humanities and Social Sciences) არის საერთაშორისო აკადემიური ინდექსი (ბაზა), რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სამეცნიერო ჟურნალებს. მისი მთავარი მიზანია ევროპული და საერთაშორისო ხარისხიანი სამეცნიერო გამოცემების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა. ის აერთიანებს მხოლოდ იმ სამეცნიერო ჟურნალებს, რომლებიც აკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ ხარისხობრივ კრიტერიუმებს (რეცენზირება, სარედაქციო საბჭო, ISSN, საერთაშორისო ანოტაციები და სხვ.).

 

TSU-ti თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ERIH Plus-ში რეფერირებულ გამოცემათა შორის რიგით მეშვიდე ჟურნალია. https://tsuti.tsu.ge/

თარიღი: 30/06/2026