eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

მემორანდუმის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობა, ასევე ინოვაციური მიდგომების დანერგვა.

 

თანამშრომლობის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ სასწავლო პროექტებს, სამუშაო შეხვედრებს, დისკუსიებს, ტრენინგებსა და სხვა აქტივობებს, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას შეუწყობს ხელს.

თარიღი: 04/07/2026