eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესორ თენგიზ ცერცვაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ცნობილი ინფექციონისტის, თსუ პროფესორის თენგიზ ცერცვაძის ბიუსტი გაიხსნა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში. ღონისძიებას ესწრებოდნენ - თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, მედიცინის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

 

თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა პროფესორ ცერცვაძის განსაკუთრებული ღვაწლი მედიცინაში და მისი როლი როგორც სამეცნიერო, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მედიცინაში მის მიღწევებზე ისაუბრეს თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაია ბიწკინაშვილმა და თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ.

 

ღონისძიებაზე თსუ რექტორმა თენგიზ ცერცვაძის სახელობის პრემია და მედალი გადასცა პირველ ლაურეატებს - თსუ ინფექციურ დაავადებათა კათედრის პროფესორ ლალი შარვაძეს და ასოცირებულ პროფესორ აკაკი აბუთიძეს.

თარიღი: 08/07/2026