თსუ-ში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ/მოქალაქეობის არმქონე პირმა (აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი/დოქტორანტობის კანდიდატი), ვისაც მიღებული აქვს განათლება უცხო ქვეყანაში უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმები (თსუ აპლიკაცია; ექე აპლიკაცია).
ა) დანართი N1 - თსუ აპლიკაციის ფორმა;
ბ) დანართი N2 - განცხადება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელზე (უცხო ქვეყანაში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა და აღიარება).
სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს (დაერთოს) უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
მშობლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს (დაერთოს) არასრულწლოვანი შვილის (18 წლამდე) დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
(მომსახურების თანხა შეადგენს - 100 ევროს, საბანკო ანგარიში/რეკვიზიტები).