საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სეზონური სკოლები

 

თსუ სეზონური სკოლები ტარდება ზაფხულის და ზამთრის სეზონზე, 1-4 კვირამდე ხანგრძლივობის კურსების ფორმატით. სეზონური სკოლების პროგრამა მორგებულია უცხოელი მსმენელების საჭიროებებსა და ინტერესებს და იძლევა ფართო სპექტრის აკადემიური გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების დამყარების შესანიშნავ შესაძლებლობებს.

სეზონური სკოლების პროგრამა კომბინირებულად მოიცავს მრავალფეროვან სასწავლო კურსებს და კულტურულ ღონისძიებებს, რაც მონაწილეებს ეხმარება პროფილური ცოდნის გაღრმავებასთან ერთად ქართული კულტურის სიღრმისეულად გაცნობაში.

 

2020 წლის ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისისთვის შემოთავაზებული კურსები:

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

  1. საქართველოს უძველესი ისტორია და არქეოლოგია - პროფ. ვახტანგ ლიჩელი
  2. საქართველოს ეთნოგრაფია - პროფ. ქეთევან ხუციშვილი     
  3. კავკასიის ეთნოგრაფია - პროფ. ქეთევან ხუციშვილი     
  4. პოსტ-საბჭოთა საზოგადოებების ანთროპოლოგია, ტოლერანტობა და მრავალფეროვნება - პროფ. ქეთევან ხუციშვილი     

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

  1. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა სსრკ-ს დაშლის შემდეგ - პროფ. ფიქრია ასანიშვილი
  2. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეროვნული იდენტობა და ურთიერთობები ევროკავშირთან -პროფ. ფიქრია ასანიშვილი
  3. საერთაშორისო ორგანიზაციები სამხრეთ კავკასიაში - პროფ. ფიქრია ასანიშვილი
  4. რეგიონული ევროპული სამეზობლო პოლიტიკა - პროფ. მიხეილ შავთვალაძე
  5. რეგიონული კონფლიქტები და უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიაში - პროფ. მხეილ შავთვალაძე