საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

                                                  

 

ფაკულტეტის სტატუსი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარმოადგენს თსუ-ის საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც აკადემიური თავისუფლებისა და ინსტიტუციური ავტონომიის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროგრამებსა და კვლევებს სამართლის მიმართულებით.
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

 

ფაკულტეტის საბჭო

 

ფაკულტეტის დეკანატი

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანატის შემადგენლობაში შედიან: დეკანი, მისი მოადგილე(ები) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. დეკანატი აღასრულებს ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
იურიდიულ ფაკულტეტს ხელმძღვანელობს და მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანი, რომელიც კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის საბჭოს და პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე.  ფაკულტეტის დეკანი მისთვის  მინიჭებულ  უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა ( კანონი უმაღლესი განათლების შესახებ კანონი) და თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე.

 

დეკანი

თამარ ზარანდია - ასოცირებული პროფესორი, ოთახი №123,  tamar.zarandia@tsu.ge

 

დეკანის მოადგილე სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით

დემეტრე ეგნატაშვილი - ასისტენტი, ოთახი №119, demetre.egnatashvili@tsu.ge

 

დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესის მართვის მიმართულებით

ირაკლი ბურდული - პროფესორი, ოთახი №214,  irakli.burduli@tsu.ge

 

სადისერტაციო საბჭო

სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან. (სადისერტაციო საბჭოს წევრთა სია).

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას

ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ერთიანი საუნივერსიტეტო სისტემის ნაწილს.

 

 

ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები