ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ჩატარების დრო: 2026 წლის 26-27 დეკემბერი, თეზისები წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
პროგრამის გამოქვეყნება: 11 დეკემბრიდან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო ინსტიტუტი აცხადებს თეზისების მიღებას სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე: „ადამიანი და კულტურა ეპოქათა შორის“ „კულტურა… ის რთული მთლიანობაა, რომელიც მოიცავს ცოდნას, რწმენა წარმოდგენებს, ხელოვნებას, კანონს, მორალს, ჩვეულებას და ყველა იმ უნარ-ჩვევას, რომელიც შეძენილია ადამიანის, როგორც საზოგადოების წევრის მიერ“ – აღნიშნავდა კულტურული ანთროპოლოგიის ფუძემდებელი ედუარდ ბერნედ ტაილორი. კულტურის შემოქმედი – ადამიანი, მუდმივად ვითარდება. ის ქმნის ეპოქას, ხოლო ეპოქა, თავის მხრივ, ზემოქმედებს ადამიანზე და ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილზე. ეპოქის ხასიათი თუ ცვლილებები თვალსაჩინოდ წარმოჩინდება ლიტერატურაში, ხელოვნებასა თუ ფილოსოფიაში. კონფერენციის თემატიკა მრავალმხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა; მისი მიზანია, შეისწავლოს ადამიანისა და კულტურის ეპოქასთან მიმართება – „როგორ მოქმედებენ ისინი ერთმანეთზე და როგორ მჟღავნდება ამ ცნებათა მჭიდრო კავშირი წარსულსა თუ თანამედროვეობაში?“; ამასთან, კულტურის ცნების და ადამიანის საქმიანობის მრავალფეროვნება ინტერდისციპლინური კვლევების წინაპირობას ქმნის და ხელოვნების ისტორიის, მუზეუმმცოდნეობის, ისტორიის, ფილოლოგიის, ანთროპოლოგიის, აგრეთვე, სხვა მომიჯნავე დარგების სტუდენტებს მათი კვლევების და ინტერესების წარმოჩენისა და ურთიერთგაზიარების საშუალებას აძლევს.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავარიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ: ➢ თეზისები (მოხსენების თეზისს წინ უნდა უძღოდეს შემდეგი ინფორმაცია: სტუდენტის სახელი, გვარი, კურსი, მიმართულება); ➢ სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის წერილობითი წარდგინება/დასკვნა.
დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს კონფერენციის ელექტრონულ ფოსტაზე: tsuarthistoryconference@gmail.com 2026 წლის 10 ნოემბრამდე.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
თეზისების გაფორმების წესი: ფონტი: Sylfaen ფონტის ზომა: 12
სტრიქონებს შორის ინტერვალი: 1.5
ტექსტის მოცულობა: მაქსიმუმ 300 სიტყვა
კონფერენციის რეგლამენტი: მოხსენება – 15 წუთი;
კითხვა-პასუხი – 5 წუთი.
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ მისამართზე: tsuarthistoryconference@gmail.com ან
ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://www.facebook.com/TSUInstituteoftheHistoryandTheoryofArt